YouVersion Logo
Search Icon

გამ. 10:21-23

გამ. 10:21-23 GEO02

და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისკენ და წყვდიადი ჩამოწვება ეგვიპტის ქვეყანაზე, შესაგრძნობი წყვდიადი.“ და გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და იყო ნისლოვანი წყვდიადი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე სამი დღე. ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამს დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში.