Bible App logo
Search Icon

ამოს. 1

1
სამსჯავრო მეზობელ ხალხებზე
1ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2თქვა: „უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს ისრაელიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.
3სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.
4ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს.
5დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში“, – ამბობს უფალი.
6ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა.
7ცეცხლს წავუკიდებ ღაზას გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
8ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხის მპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი,“ – ამბობს უფალი.
9ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.
10ცეცხლს წავუკიდებ ცორის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.“
11ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.
12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.“
13ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გილყადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები.
14ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
15ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად“, – ამბობს უფალი.

Currently Selected:

ამოს. 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in