პირველი მაკაბელთა 13
13
1გაიგო სიმონმა, რომ ტრიფონს შეუკრებია მრავალრიცხოვანი ლაშქარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.
2როდესაც დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და თავზარდაცემული იყო, იერუსალიმს წავიდა და შეკრიბა მოქალაქენი.
3გაამხნევა ისინი და ასე მიმართა მათ: „ხომ მოგეხსენებათ, რაც მე, ჩემს ძმებსა და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია სჯულისა და სამსხვერპლოსათვის; ომებიც გახსოვთ და ძნელბედობანიც, ჩვენს მიერ გადატანილი.
4ამიტომაც დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის; ერთიღა დავრჩი.
5ახლა კი ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ საშინელი განსაცდელის ჟამს თავი დავზოგო, რადგანაც, აბა, რითი ვჯობივარ ჩემს ძმებს?
6შურს ვიძიებ ჩემი ხალხის, საწმიდარისა და თქვენი ცოლ-შვილისათვის, რადგანაც სიძულვილით შეკრულა ყველა ხალხი ჩვენს მოსასპობად.“
7სულით აღინთო ხალხი ამ სიტყვების გაგონებისას.
8მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: „შენ ხარ ჩვენი წინამძღოლი იუდასა და იონათანის, შენი ძმის, ნაცვლად.
9იომე ჩვენს ომში და რასაც გვიბრძანებ, ყველაფერს შეგისრულებთ.“
10მაშინ შეკრიბა მოლაშქრენი, დააჩქარა იერუსალიმის გალავნის დასრულება და ყოველი მხრიდან გაამაგრა იგი.
11შემდეგ საკმაო ჯარით იაფოში გაგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა, გამორეკა იქ მყოფნი და ჩადგა შიგ.
12ტრიფონი კი დიდძალი ლაშქრით დაიძრა პტოლემაისიდან, იუდას ქვეყანაში რომ შეჭრილიყო; თან იონათანი მოჰყავდა მცველთა თანხლებით.
13ხოლო სიმონი ადიდაში დაბლობის პირისპირ დაბანაკდა.
14მიხვდა ტრიფონი, რომ სიმონს დაეკავებინა თავისი ძმის – იონათანის ადგილი და მასთან შებმა გადაეწყვიტა; ამიტომაც ელჩები აახლა და შეუთვალა:
15„იმ ვერცხლის გამო შევიპყრეთ შენი ძმა – იონათანი, თავისი საჭიროებისათვის რომ ისესხა მეფის ხაზინიდან.
16მაშ, გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლებად, რომ თავდახსნილმა ხელი ვეღარ აღმართოს ჩვენზე და გავათავისუფლებთ.“
17მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მაინც გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია,
18რადგანაც იტყოდნენ, ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაგზავნა, იონათანი იმან დაღუპაო.
19ამიტომაც გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი, მაგრამ ეცრუა ტრიფონი და არ გაათავისუფლა იონათანი.
20შემდეგ დაიძრა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და აეოხრებინა იგი; შემოვლით გაემართა ადორასაკენ, სიმონი კი თავისი ლაშქრით მიჰყვებოდა ყველგან, საითაც კი აიღებდა გეზს.
21მეციხოვნეებმა ელჩები გაუგზავნეს ტრიფონს, უდაბნოს გზით იარე ჩვენსკენ და სარჩოც გამოგვიგზავნეო.
22ტრიფონმა ცხენოსნები გაამზადა წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უხვად მოთოვა და დიდთოვლობის გამო შეუძლებელი შეიქნა გამგზავრება. მაშინ ადგა და გილყადისაკენ გაემართა.
23ბასკამას რომ მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.
24მერე კი მობრუნდა ტრიფონი და თავისი ქვეყნისაკენ გასწია.
25მაშინ სიმონმა გაგზავნა ხალხი თავისი ძმის – იონათანის ძვლების წამოსაღებად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.
26მწარედ დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა; და გოდებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
27აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავებზე და თლილი ქვებით მოაპირკეთა, რომ მკაფიოდ გამოჩენილიყო როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან.
28ერთმანეთის პირისპირ აღმართა შვიდი პირამიდა, დედ-მამისა და ოთხი ძმისა.
29სამკაულებით შეამკო და გარს მაღალი სვეტები შემოავლო, ხოლო სვეტებზე საჭურველი ჩამოკიდა საუკუნო სახსოვრად, საჭურვლის გვერდით კი – ნაქანდაკარი ხომალდები, რომ შორიდანვე დაენახა ყველა ზღვაოსანს.
30ის სამარხი, მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.
31ტრიფონი კი მზაკვრული ზრახვით დაადგა გზას ყმაწვილ მეფესთან – ანტიოქოსთან ერთად, და მოკლა იგი.
32მის ნაცვლად გამეფდა, აზიის გვირგვინი დაიდგა თავზე და დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას.
33ხოლო სიმონმა ააგო ციხე-სიმაგრენი იუდაში, მაღალი გოდოლებით, მტკიცე გალავნებითა და ურდულებიანი კარიბჭეებით შემოზღუდა და სურსათ-სანოვაგით მოამარაგა ისინი.
34ამოარჩია სიმონმა კაცები და გაგზავნა მეფე დემეტრიოსთან, რომ შეღავათი ეთხოვა ტრიფონის გამუდმებული ძარცვა-გლეჯით გაწამებული ქვეყნისათვის.
35ამის პასუხად მეფე დემეტრიოსმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა და შეუთვალა:
36„მეფე დემეტრიოსი მოკითხვას უთვლის სიმონ მღვდელმთავარს, უხუცესებსა და იუდაელ ხალხს.
37მივიღე თქვენი გამოგზავნილი ოქროს გვირგვინი და პალმის რტო; მზად ვართ დიდი ხნით დაგიზავდეთ და მივწეროთ გადასახადთა ამკრეფებს, რომ ხარკისაგან გაგათავისუფლონ.
38ყველაფერი, რაც დაადგინეთ, უცვლელი იყოს და ციხე-სიმაგრენი, რომელნიც ააგეთ, თქვენვე გეპყრათ.
39მოგვიტევებია უნებლიე შეცოდებანი, რაც დღემდე ჩაგიდენიათ, ხოლო გვირგვინის გადასახადი, რომელიც გმართებთ, და სხვა რამ ხარკი, რომელიც იკრიფებოდა იერუსალიმში, მეტად აღარ აიკრიფება.
40თუ რომელიმე თქვენგანი ჩვენში ჩაწერის ღირსი იქნება, ჩაიწეროს და იყოს მშვიდობა ჩვენს შორის.“
41ასსამოცდამეათე წელს აეხსნა წარმართთა უღელი ისრაელს.
42და ხალხმა სიგელებსა და ხელშეკრულებებში ასე დაიწყო წერა: „სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, სარდლისა და იუდაელთა წინამძღოლის პირველ წელს“
43იმ ხანად გაზარასთან დაბანაკდა სიმონი და გარს შემოადგა მას; გამართა საალყო მანქანები, ქალაქს მიაყენა, შელეწა ერთი გოდოლი და აიღო იგი.
44მანქანაში მყოფნი შიგ შეიჭრნენ და ამტუტდა ქალაქი.
45მოქალაქენი თავიანთი ცოლ-შვილითურთ გალავანზე გადმოდგნენ, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხმამაღლა ყვიროდნენ და შეწყალებას სთხოვდნენ სიმონს.
46ევედრებოდნენ: ჩვენი ბოროტებისამებრ ნუკი მოგვაგებ სანაცვლოს, არამედ შენი მოწყალების მიხედვით განგვსაჯეო.
47შეიბრალა ისინი სიმონმა და აღარ დაერია მათ, მაგრამ ქალაქიდან კი გამორეკა და გაწმინდა სახლები, რომლებშიც კერპები იყო. ასე შევიდა იქ საგალობლებითა და ლოცვა-კურთხევით.
48ამოძირკვა ქალაქიდან ყოველგვარი უწმინდურება და სჯულის ერთგულნი ჩაასახლა შიგ, გაამაგრა და იქ დაიდო ბინა.
49იერუსალიმის ციხეში მყოფთ კი ქვეყანაში შესვლისა თუ იქიდან გამოსვლისა და აღებ-მიცემობის ნებას არ რთავდნენ; ამიტომაც ერთთავად შიმშილობდნენ და ბევრი ამოწყდა შიმშილისგან.
50მაშინ შეწყალება სთხოვეს სიმონს და მანაც შეიწყალა ისინი, თუმცა ციხიდან კი გამოყარა და სიბილწეთაგან გაწმინდა იგი.
51ასსამოცდამეთერთმეტე წლის მეორე თვის ოცდამესამე დღეს შევიდა შიგ დიდი ზარ-ზეიმითა და პალმის რტოებით, ქნარებით, ებნებით და წინწილებით, საგალობლებით და სადიდებლებით, რადგანაც ძლეულ იქნა დიდი მტერი ისრაელისა.
52და დაადგინა, სიხარულით ეზეიმათ ეს დღე ყოველწლიურად. გაამაგრა ციხის გვერდით მდებარე ტაძრის ბორცვი და დასახლდა იქ თავის თანამდგომებთან ერთად.
53დაინახა სიმონმა, რომ დავაჟკაცდა მისი ძე იოანე და ჩააბარა მას მთელი ლაშქრის წინამძღოლობა, თვითონ კი გაზარაში დასახლდა.
Currently Selected:
პირველი მაკაბელთა 13: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: