YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 16

16
გეგმა შესაწირავსა და მონახულებაზე
1რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება.
3ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.
4და თუ იქ ჩემი წასვლაც ღირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
5ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიაზე გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
6თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ,
7ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს.
8ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდამეათე დღემდე,
9ვინაიდან ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
ტიმოთეს და აპოლოსის მონახულების შესახებ
10და თუ ტიმოთე მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე.
11ამიტომ არავინ უგულებელყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
12რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს.
შეგონებანი და მოკითხვანი
13იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით.
14ყოველივე თქვენი სიყვარულში იყოს.
15ხოლო შეგაგონებთ, ძმანო: ხომ იცით სტეფანას სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას.
16თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.
17და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
18და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები.
19მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია.
20მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით.
22ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული. მარანათა!
23ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან
24და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.

Currently Selected:

1კორ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy