YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 14

14
ენები განუმარტებლად არ აშენებენ
1ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
2ვინაიდან, ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის. რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს.
3ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად.
4ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
5მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
6ახლა კი, ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით?
7ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე.
8საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
9ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ.
10მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო.
11ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის.
12ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად.
13ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც.
14ვინაიდან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა.
15მაშ, რა ვქნათ? ვილოცებ სულით და გონებითაც ვილოცებ. ვიგალობებ სულით და გონებითაც ვიგალობებ.
16ვინაიდან, თუ სულით აკურთხებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ?
17აი, შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
18ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
19მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი სიტყვა – ენებით.
ურწმუნოს ამხელს წინასწარმეტყველება
20ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის გახდით ბავშვები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი იყავით.
21რჯულში სწერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“
22ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
23და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხართო?
24მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის,
25და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარულნი. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი.
როგორ ილაპარაკოს და იწინასწარმეტყველოს ეკლესიაში
26მაშ, რაღა, ძმანო? როცა თქვენ იკრიბებით, ყოველს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.
27თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.
28თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
29წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
30თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგანს, პირველი გაჩუმდეს,
31ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
32წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ.
33ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში.
34დედაკაცებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს.
35ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისათვის ეკლესიაში ლაპარაკი.
36განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
37თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ეგონოს, ანდა სულიერი, დაე, გაიგოს, რომ რასაც მე თქვენა გწერთ, უფლის მცნებაა.
38ხოლო თუ ვინმე უვიცია, უვიცი იყოს.
39მაშ, ასე, ძმანო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.
40ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.

Currently Selected:

1კორ. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy