1
Romans 4:20-21
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
ქბსვ
მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
Compare
Explore Romans 4:20-21
2
Romans 4:17
როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღმერთის წინაშე.“ – ღმერთისა, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფიერებაში მოუწოდებს.
Explore Romans 4:17
3
Romans 4:25
რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენს გასამართლებად.
Explore Romans 4:25
4
Romans 4:18
იგი უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი მოდგმა.“
Explore Romans 4:18
5
Romans 4:16
მაშ ხსნა არის რწმენით, რათა მადლით მტკიცე ყოფილიყო აღთქმა მთელი მისი შთამომავლობისათვის. არა მარტო რჯულით ნაშიერთათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც რწმენით არის აბრაამის შთამომავალი. ის არის ყველა ჩვენგანის მამა
Explore Romans 4:16
6
Romans 4:7-8
„ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული. ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“
Explore Romans 4:7-8
7
Romans 4:3
რადგან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“
Explore Romans 4:3
Home
Bible
Plans
Videos