და შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: „თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა თქვენ გეძინათ. და თუ ამას გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.