ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მდუმარე იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, რადგან მარადიული ღმერთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას, ერთადერთ ყოვლადბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.