1
Philippians 2:3-4
ბიბლია
სბს
არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
Compare
Explore Philippians 2:3-4
2
Philippians 2:5
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში.
Explore Philippians 2:5
3
Philippians 2:6-8
რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.
Explore Philippians 2:6-8
4
Philippians 2:13
ღმერთი აამოქმედებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც სათნოებისათვის.
Explore Philippians 2:13
5
Philippians 2:9-11
ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად.
Explore Philippians 2:9-11
6
Philippians 2:14-15
ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი
Explore Philippians 2:14-15
7
Philippians 2:12
ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად.
Explore Philippians 2:12
Home
Bible
Plans
Videos