და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კოჰათის ძისა – ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა – რეუბენიანები, წარდგნენ მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად 250 კაცი ისრაელიანთაგან, თავკაცნი თემისა, საკრებულოში მიწვეულნი, ცნობილი კაცები.