მაგრამ მე ცოცხალი ვარ და უფლის დიდებით აღვსილია მთელი ქვეყანა, რომ ვერცერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რაც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადა და არ ისმინა ჩემი ხმა, ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი შეურაცხმყოფელი ვერ იხილავს მას.