რადგან ამდენ ხანში თქვენ უკვე მოძღვარნი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ისევ ღმერთის სიტყვათა პირველსაწყისებში ხართ დასამოძღვრავნი. თქვენ ისევ რძე გჭირდებათ, და არა მაგარი საჭმელი. რადგან ყველა, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ ჰყოფნის გამოცდილება სიმართლის სიტყვების აღსაქმელად.