რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და ღმერთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. მესიის გულისათვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, რადგან ხედავდა საზღაურს. რწმენით დატოვა ეგვიპტე მეფის რისხვის უშიშმა, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.