მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა იქიდან წყალი, და დალევს ხალხი.“ და ასე გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ. და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“