1
Exodus 15:26
ბიბლია
სბს
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და შეისმენ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.“
Compare
Explore Exodus 15:26
2
Exodus 15:2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ვადიდებ მას.
Explore Exodus 15:2
3
Exodus 15:11
ვინ არის შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინ არის შენი სადარი, სიწმიდით დიდებულო, საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?
Explore Exodus 15:11
4
Exodus 15:13
შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ.
Explore Exodus 15:13
5
Exodus 15:23-25
მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“ შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.
Explore Exodus 15:23-25
Home
Bible
Plans
Videos