დაჰყო მათ შორის ათი თუ რვა დღე და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული ებრაელნი და ბევრი და მძიმე ბრალი წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შეძლეს.