საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.