1
1 Corinthians 11:25-26
ბიბლია
სბს
ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“ რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
Compare
Explore 1 Corinthians 11:25-26
2
1 Corinthians 11:23-24
რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“
Explore 1 Corinthians 11:23-24
3
1 Corinthians 11:28-29
ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს.
Explore 1 Corinthians 11:28-29
4
1 Corinthians 11:27
ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
Explore 1 Corinthians 11:27
5
1 Corinthians 11:1
იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი.
Explore 1 Corinthians 11:1
Home
Bible
Plans
Videos