1
მალ. 3:10
ბიბლია
GEO02
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.
Compare
Explore მალ. 3:10
2
მალ. 3:11-12
შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
Explore მალ. 3:11-12
3
მალ. 3:17-18
„ჩემი იქნებიან ისინი,“ – ამბობს უფალი, – „იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის.
Explore მალ. 3:17-18
4
მალ. 3:1
„აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი.
Explore მალ. 3:1