1
ლევ. 26:12
ბიბლია
GEO02
და ვივლი მე თქვენს შორის და ვიქნები თქვენს ღმერთად, და თქვენ იქნებით ჩემს ხალხად.
Compare
Explore ლევ. 26:12
2
ლევ. 26:4
მე მოგცემთ თქვენ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს თავის მოსავალს, და ხე ველისა მოგცემთ თავის ნაყოფს.
Explore ლევ. 26:4
3
ლევ. 26:3
„‘თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ მათ
Explore ლევ. 26:3
4
ლევ. 26:6
„‘და დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და დაწვებით უშფოთველად. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
Explore ლევ. 26:6
5
ლევ. 26:9
„‘და მოვიხედავ მე თქვენსკენ, და მოგაშენებთ თქვენ და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან.
Explore ლევ. 26:9
6
ლევ. 26:13
მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად. და დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თქვენ თავაღმართულნი.
Explore ლევ. 26:13
7
ლევ. 26:11
და აღვმართავ ჩემს სავანეს თქვენში, და არ შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული.
Explore ლევ. 26:11
8
ლევ. 26:1
„‘არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკება და სვეტი არ აღმართოთ თქვენთვის, და ქვა გამოსახულებით არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
Explore ლევ. 26:1
9
ლევ. 26:10
და შეჭამთ შარშანდელ ძველს, და გადაყრით ძველს ახლისათვის.
Explore ლევ. 26:10
10
ლევ. 26:8
ხუთი თქვენგან განდევნის ასს და ასი თქვენგან განდევნის ათი ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით.
Explore ლევ. 26:8
11
ლევ. 26:5
და თქვენთან კალოს ლეწვა და რთვლობამდე გასტანს, და რთვლობა თესვამდე გასტანს, და შეჭამთ თქვენ პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში.
Explore ლევ. 26:5
12
ლევ. 26:7
და განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
Explore ლევ. 26:7
13
ლევ. 26:2
„‘ჩემი შაბათობები დაიცავით და ჩემი საწმიდრის წინაშე იყავით მოკრძალებულნი. მე ვარ უფალი.
Explore ლევ. 26:2