1
გამ. 7:1
ბიბლია
GEO02
უთხრა უფალმა მოსეს: „ნახე, ღმერთად დაგაყენე ფარაონისთვის, და აარონი, შენი ძმა, იქნება შენი წინასწარმეტყველი.“
Compare
Explore გამ. 7:1
2
გამ. 7:3-4
და მე გავამძვინვარებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და ჩემს სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში. არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და მე მივყობ ხელს ეგვიპტეს, და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეთ, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
Explore გამ. 7:3-4
3
გამ. 7:5
და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან ისრაელის ძეთ მათგან.“
Explore გამ. 7:5
4
გამ. 7:11-12
მოუხმო ფარაონმა ბრძენკაცებს და ჯადოქრებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი გრძნეულებით. და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
Explore გამ. 7:11-12
5
გამ. 7:17
ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ წყალს, რომელიც მდინარეშია, და იქცევა სისხლად.
Explore გამ. 7:17
6
გამ. 7:9-10
„თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.“ და მივიდნენ მოსე დი აარონი ფარაონთან და გააკეთეს ისე, როგორც უფალმა უბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მის მსახურთა წინაშე, და იქცა იგი გველად.
Explore გამ. 7:9-10
Home
Bible
Plans
Videos