და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი.
და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას.