1
4მეფ. 2:9
ბიბლია
GEO02
როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.“
Compare
Explore 4მეფ. 2:9
2
4მეფ. 2:11
და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
Explore 4მეფ. 2:11
3
4მეფ. 2:10
და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“
Explore 4მეფ. 2:10
4
4მეფ. 2:14
და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.
Explore 4მეფ. 2:14
5
4მეფ. 2:12
და უყურებდა ელისე და ეძახდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.
Explore 4მეფ. 2:12
6
4მეფ. 2:8
და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ.
Explore 4მეფ. 2:8
7
4მეფ. 2:1
როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად.
Explore 4მეფ. 2:1