რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?预览

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

5天中的第5天

იესო მოვიდა რათა გაენადგურებინა ეშმაკის საქმეები

ამ სწავლების მე-3 დღეს ჩვენ ვისწავლეთ, რომ გვყავს სულიერი მტერი- ეშმაკი. მან მოატყუა პირველი ადამიანები და მისი მისიაა შეაცდინოს კაცობრიობა დასაღუპად.

ღმერთმა გამოსავალი შექმნა ამ სიტუაციდან, რომ გავნთავისუფლდეთ ყველა სირცხვილისგან და ცოდვისგან. მისი სახელია იესო! იესო არა მხოლოდ აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, არამედ მან ასევე დაამარცხა ეშმაკი.

ჩვენი ძალებით ვერაფერს გავხდებით, რომ გვეპატიოს ცოდვები, მაგრამ ღმერთმა შექმნა გზა ამისთვის. მხოლოდ იესოს, ვინც იყო ღმერთი ჩვენს შორის, შეუძლია დაამარცხოს ცოდვა და სიკვდილი. მან ეს შეძლო უცოდველი ცხოვრებით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით. იესომ თქვა : “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით”. (იოანე 14:6). როდესაც ჩვენ ვღებულობთ იესოს მსხვერპლს, ჩვენ აღარ ვართ მსჯავრდადებულები, პირიქით, ვთავისუფლდებით ცოდვის სიმძიმისგან, სირცხვილისგან და სულიერი სიკვდილისგან. ჩვენ შევიცნობთ ჭეშმარიტ მშვიდობას ღმერთთან და ვღებულობთ ახალ ცხოვრებას განახლებული მიზნით. იესომ გაიმარჯვა სირცხვილზე, ტყუილზე და ეშმაკის გამანადგურებელ გეგმებზე. ის არის შობის იმედი: იმანუელი, ღმერთი არს ჩვენთან!

ლოცვა

ღმერთო მადლობა, რომ იცავ შენს აღთქმებს და მადლობა რომ გამოგზავნე იესო, რათა გაგეცხადებინა ჩვენთვის თუ ვინ ხარ და როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ ურთიერთობა შენთან. ამინ.

დასკვნა

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს მოკლე სწავლება დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ ზეიმობენ ქრისტიანები შობას და რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე. თუ გსურს მეტი იცოდე ან გაქვს კითხვა ამ სწავლებაზე, დააჭირე აქ რომ ვისაუ ბროთ.

读经计划介绍

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

ჩვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს ბევრი რამით, მაგრამ გვაკლდეს მშვიდობა. ჩვენ ხშირად ბოლომდე არ გვესმის ღმერთის, თუმცა როდესაც ვკითხულობთ ღვთის სიტყვას ვხედავთ, რომ ის თავის თავს უცხადებს კაცობრიობას სამყაროს დასაბამიდან. ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა სურს და მისი გამოცხადება ჩანს ხორცში მოსული ღმერთის, იესოს ცხოვრებიდან. შეიძლება კითხვას სვამდე, რა აზრი აქვს შობის დღესასწაულს? თუ იესო ღვთის ძეა, სად არის მშვიდობა, რომელიც მის დაბადებას უნდა მოეტანა? რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვით ბიბლიის კითხვის 5 დღიან პროგრამაში.

More