რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?预览

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

5天中的第3天

იესო მოვიდა რათა მოეტანა მშვიდობა ღმერთსა და ადამიანებს შორის

ისე ჩანს თითქოს ყოველწლიურად ქაოსი და სტრესი მატულობს. შეიძლება მიმოიხედო და იკითხო, რა არის მშვიდობა? სად არის მშვიდობა რომელზეც ანგელოზები გალობდნენ იესოს დაბადებისას? ბიბლია გვასწავლის, რომ სამყაროს დასაწყისში, როდესაც ღმერთმა ყველაფერი შექმნა, კარგი იყო. არ არსებობდა ტკივილი, ავადმყოფობა ან სიკვდილი. ეს იყო დრო სრულყოფილი მშვიდობისა კაცსა და ღმერთს შორის. რა მოხდა? სამწუხაროდ, ადამიანმა ეჭვის ქვეშ დააყენა ღმერთის სიკარგე და მოუსმინა მატყუარა ეშმაკს. ამ დაუმორჩილებლობის შემდეგ სამყაროში გაჩნდა ცოდვა. სწორედ ამ მომენტიდან ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან დაიმსხვრა და სრულყოფილი მშვიდობა ჩანაცვლდა იმ ქაოსით, რასაც დღეს ვხედავთ. მიუხედავად ამისა ღმერთს არ სურს რომ მიგვატოვოს და სწორედ ამიტომ დაგვპირდა რომ მოავლენდა კაცობრიობის მხსნელს. სწორედ ამიტომ მოვიდა იესო. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მშვიდობა ღმერთთან თუ ვირწმუნებთ ,რომ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა მკვდრეთით. იესოს დაბადება არის აღსანიშნი ამბავი. სწორედ ამიტომ ამბობდნენ ანგელოზები მისი დაბადებისას : “დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისთვის სათნო ადამიანებს”. იესო არი ჩვენი მშვიდობის პრინცი!

ლოცვა

ღმერთო, დამეხმარე დავინახო თუ როგორ მოქმედებს ჩემს ცხოვრებაში არეულობა და სტრესი. დამეხმარე მივხვდე რომ ჩემი წესებით ცხოვრებამ და შენგან განდგომამ მოიტანა ეს. დამეხმარე რომ დავბრუნდე შენთან ურთიერთობაში. მე მჭირდება შენი მშვიდობა

读经计划介绍

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

ჩვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს ბევრი რამით, მაგრამ გვაკლდეს მშვიდობა. ჩვენ ხშირად ბოლომდე არ გვესმის ღმერთის, თუმცა როდესაც ვკითხულობთ ღვთის სიტყვას ვხედავთ, რომ ის თავის თავს უცხადებს კაცობრიობას სამყაროს დასაბამიდან. ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა სურს და მისი გამოცხადება ჩანს ხორცში მოსული ღმერთის, იესოს ცხოვრებიდან. შეიძლება კითხვას სვამდე, რა აზრი აქვს შობის დღესასწაულს? თუ იესო ღვთის ძეა, სად არის მშვიდობა, რომელიც მის დაბადებას უნდა მოეტანა? რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვით ბიბლიის კითხვის 5 დღიან პროგრამაში.

More