რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?预览

იესო მოვიდა რათა მისით გამოცხადებულიყო ღვთის ბუნება
მიუხედავად იმისა რომ იესო ღვთის ძეა, ის არ მოსულა როგორც ამქვეყნიური მეფე ამქვეყნიური პატივისთვის. ის მოევლინა სამყაროს რათა ემსახურა ღმერთისთვის, გადაერჩინა ცოდვილები, და ენახებინა ჩვენთვის ღმერთთან დასაბრუნებელი გზა. როგორ გააკეთა მან ეს? დედამიწაზე ყოფნისას, იესო საუბრობდა ღვთის სიტყვას. მან ღვთის მოყვარული ბუნება დაანახა ყველას. იესო ურთიერთობდა სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებთან და მათთან გატარებული დრო სიამოვნებდა, ადამიანებთან რომლებიც იტანჯებოდნენ სირცხვილით, ცოდვით და გარიყულობით. ყველა ვინც ხვდებოდა, რომ სჭირდებოდა მონანიება, ინანიებდა და ხდებოდა მისი მოწაფე. იესო ყოველდღიურად ასწავლიდა ადამიანებს, როგორ ყოფილიყვნენ ზეციური სამეფოს მოქალაქეები. ის კურნავდა იმ ადამიანთა ჭრილობებს, რომლებიც გარიყეს საზოგადოებამ და იმ დროის რელიგიურმა ლიდერებმა. იესოს ცხოვრება გვასწავლის, რომ ღმერთი არ უყურებს რელიგიურ რიტუალებს- არამედ მას სურს ურთიერთობა, და სწორედ იესო გვანახებს როგორ ვქნათ ეს.
ლოცვა
ღმერთო ბევრი რამ არის რაც არ მესმის, მაგრამ თუ შენ მართლა გინდა რომ ვიცოდე ვინ ხარ, გთხოვ რომ მასწავლო როგორ შეგიცნო მეტად. დამეხმარე ამაში. ამინ.
读经计划介绍

ჩვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს ბევრი რამით, მაგრამ გვაკლდეს მშვიდობა. ჩვენ ხშირად ბოლომდე არ გვესმის ღმერთის, თუმცა როდესაც ვკითხულობთ ღვთის სიტყვას ვხედავთ, რომ ის თავის თავს უცხადებს კაცობრიობას სამყაროს დასაბამიდან. ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა სურს და მისი გამოცხადება ჩანს ხორცში მოსული ღმერთის, იესოს ცხოვრებიდან. შეიძლება კითხვას სვამდე, რა აზრი აქვს შობის დღესასწაულს? თუ იესო ღვთის ძეა, სად არის მშვიდობა, რომელიც მის დაბადებას უნდა მოეტანა? რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვით ბიბლიის კითხვის 5 დღიან პროგრამაში.
More