რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?预览

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

5天中的第4天

იესო მოვიდა რათა ყოფილიყო ნათელი ამ ქვეყანაზე

იოანეს 8:12-ში იესო ამბობს: “მე ვარ სინათლე ქვეყნისა”. იესო არ ამბობს რომ ის გავს სინათლეს- ის ამბობს, რომ ის არის სინათლე! იესო არის სინათლე, რომელსაც შეუძლია მოიცვას სიბნელე ჩვენს გარშემო და ის წაგვიძღვება მარადიულ ცხოვრებაში. როგორც სინათლე, იესო დევნის სიბნელეს და ცოდვას ჩვენს ცხოვრებაში. ეს არ ხდება ჩვენს შესარცხვენად, ეს ხდება , რათა დავინახოთ მონანიება და მშვიდობა, რომელსაც ვეძებთ. იესოს სინათლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შემოვბრუნდეთ ეგოისტური და გამანადგურებელი ცხოვრებისგან. როდესაც ვენდობით იესოს, ჩვენ ვღებულობთ სიბრძნეს სულიწმიდის დახმარებით. მისი სინათლე გვავსებს სიხარულით. იესომ იცოდა, რომ ჩვენ დაგვჭირდებოდა დახმარება ამ რთულ ჟამს, ამიტომაც ის ამბობს : “ მე ვძლიე წუთისოფელს”. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს გარემოს, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ნამდვილი მშვიდობა და სიხარული. იესო არის წუთისოფლის სინათლე!

ლოცვა

ღმერთო არ მინდა რომ დავეხეტებოდე სიბნელეში. მე მჭირდება შენი სინათლე ჩემს ცხოვრებაში. გთხოვ დამეხმარე რომ მოგენდო. ამინ

读经计划介绍

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

ჩვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს ბევრი რამით, მაგრამ გვაკლდეს მშვიდობა. ჩვენ ხშირად ბოლომდე არ გვესმის ღმერთის, თუმცა როდესაც ვკითხულობთ ღვთის სიტყვას ვხედავთ, რომ ის თავის თავს უცხადებს კაცობრიობას სამყაროს დასაბამიდან. ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა სურს და მისი გამოცხადება ჩანს ხორცში მოსული ღმერთის, იესოს ცხოვრებიდან. შეიძლება კითხვას სვამდე, რა აზრი აქვს შობის დღესასწაულს? თუ იესო ღვთის ძეა, სად არის მშვიდობა, რომელიც მის დაბადებას უნდა მოეტანა? რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვით ბიბლიის კითხვის 5 დღიან პროგრამაში.

More