აღთქმები ყოველი დღისთვის预览

აღთქმები ყოველი დღისთვის

14天中的第14天

თავიდან მოიშორე შიში

„სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი“. –  1 იოანე 4:18

შიშზე მინდა გესაუბროთ. 

ბევრ ჩვენგანს ალბათ გვახსოვს, რომ როდესაც ბავშვები ვიყავით, ცუდი სიტყვის თქმისას, დედა გვემუქრებოდა, რომ პირს საპნით გამოგვირეცხავდა. ამგვარად, თუ „შიში“ ბინძური, ოთხასოანი სიტყვაა, მაშინ ღმერთის სიყვარულის რწმენა „საპონია“. 

მე არ ვსაუბრობ სუსტ რწმენაზე, მე ვგულისხმობ ღმერთის უპირობო, უსასრულო, მტკიცე, სრულყოფილი სიყვარულის რწმენას ჩვენს მიმართ. 1 იოანეს 4:18 გვასწავლის, რომ ღმერთის ჩვენდამი სიყვარულის გაცნობიერება, გვიხსნის ყოველგვარი შიშისაგან.

ღმერთს სურს, იცოდე, რომ ის შენთან არის. ის წინ გაგიძღვება და გიწინამძღვრებს, ამიტომ შეგიძლია მასში გქონდეს რწმენა და დავდჯერება!

გახსოვდეს, რომ მისი სიყვარული სრულყოფილია, მაშინაც კი, როცა ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი. მას არ ვეყვარებით მეტად ან ნაკლებად ჩვენი შეცდომების გამო. განა საოცარი არ არის იმის ცოდნა, რომ ღმერთს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ. განა ეს აზრი არ აძლიერებს შენს რწმენას და არ ამსხვრევს შიშს? 

ჩვენ მაინც ვიგრძნობთ შიშს ახლაც და შემდეგაც და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ კვლავ ღმერთისკენ უნდა მივმართოთ მზერა და გვახსოვდეს, რომ ის ყველა სიტუაციაში გაგვიძღვება.

ეს ღმერთის სრულყოფილი სიყვარულია, რაც სდევნის შიშს ყოველ ჯერზე. 

დაიწყე ლოცვა

ღმერთო მხოლოდ შენს სიყვარულს შეუძლია ჩემი შიშისაგან გათავისუფლება, ამიტომ ჩემს იმედს და რწმენას შენზე ვამყარებ. ვიცი, რომ შენ მუდამ ჩემს გვერდით ხარ და რომ ყველა შიშის მომგვრელ ვითარებაში წინ მიმიძღვები. მადლობას გიხდი შენი სიყვარულისათვის.


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ: https://tv.joycemeyer.org/georgian/

读经计划介绍

აღთქმები ყოველი დღისთვის

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!

More