აღთქმები ყოველი დღისთვის预览

იესო ჩვენი მაგალითია
„...ღმერთი სიყვარულია“. – 1 იოანე 4:8 (NIV)
სიყვარული არის ისეთი რამ, რისი დანახვაც შესაძლებელია. ის შეგვიძლია დავინახოთ სულის ნაყოფში, რომელიც მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ხასიათზე და იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით სხვა ადამიანებს. სიყვარულს ბევრი მხარე აქვს და მისი დანახვა სხვადასხვა გზით შეგვიძლია. მაგალითად, როდესაც ბრილიანტის ბეჭედს სინათლეზე დავიჭერთ, ის სხვადასხვანაირად იბრწყინებს, იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს შევაბრუნებთ. მჯერა, რომ სიყვარულიც სხვადასხვაგვარად ბრწყინავს, იმის მიხედვით, თუ რომელი მხრიდან ვუყურებთ მას.
1 კორინთელთა 13:4-7 გვიჩვენებს სიყვარულის მრავალი წახნაგის მაგალითს.
- სიყვარული სულგრძელია - მას შეუძლია აიტანოს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე.
- სიყვარულს არასოდეს შურს - მას სხვისი არაფერი სურს.
- სიყვარული არ ყოყოჩობს და არ ამპარტავნობს - ის არ იქცევს ყურადღებას საკუთარი თავისკენ.
- სიყვარული არ არის ამაყი და მრისხანე.
- სიყვარული თავისას არ ითხოვს.
- სიყვარული ყურადღებას არ აქცევს გადატანილ განსაცდელს.
- სიყვარული არასოდეს ნებდება.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სხვები, ეს ასევე გვაჩვენებს თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს. 1 იოანე 4:8 ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია. მას ვუყვარვართ და გვიხსნა ჩვენ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მისი სიყვარული სხვებს გავუზიაროთ.
იმისთვის, რომ ღმერთს მივბაძოთ, ჩვენ უნდა შევხედოთ იესოს, ღმერთის სრულყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც იცხოვრა სიყვარულის იმ აღწერილობით, რაც 1 კორინთელთა მე-13 თავშია მოყვანილი. ის ყველა სიტუაციაში მოქმედებდა სიყვარულით. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები მის წინააღმდეგ იყვნენ.
კოლასელთა 3:12-14 ამბობს, რომ როგორც ღვთის რჩეულები, ჩვენ, იესოს მსგავსად, უპირველეს ყოვლისა სიყვარულით უნდა შევიმოსოთ. მოდით, საკუთარი თავები ღვთიური სიყვარულით შევმოსოთ, გავყვეთ მის მაგალითს და ამით პატივი და დიდება მივაგოთ ღმერთს.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო შენი სიყვარულის მაგალითზე, შენ დამანახე, როგორია ჭეშმარიტი სიყვარული. დამეხმარე, იესოს მაგალითს მივდიო და ყოველ დღე სხვადასხვა გზებით გამოვხატო სიყვარული.