აღთქმები ყოველი დღისთვის预览

აღთქმები ყოველი დღისთვის

14天中的第11天

ზოგჯერ უარის თქმა მისაღებია

„არ ძალმიძს მე მარტოს..., რადგან მძიმეა ეს ჩემთვის“. – რიცხვნი 11:14

რიცხვთა წიგნის მე-11 თავში, მოსე გვაძლევს იმის მაგალითს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც სტრესის ქვეშ ვიმყოფებით. ვისაუბროთ ზეწოლაზე - მოსე ისრაელის ერს უდაბნოს გავლით მიუძღვოდა. ეს უნდა ყოფილიყო 40 დღიანი მოგზაურობა, ნაცვლად ამისა კი 40 წელს გაგრძელდა. ხალხი დეპრესირებული იყო და ამ მდომარეობის გამო გლოვობდა. მე-14 მუხლში, მოსე ეუბნება ღმერთს: „მე არ შემიძლია რომ ვზიდო ეს ხალხი მარტომ, რადგან ეს ტვირთი ზედმეტად მძიმეა ჩემთვის“. 

როგორც მოსესთვის, ჩვენთვისაც ნორმალურია იმის თქმა, რომ ჩვენი ლიმიტი ამოვწურეთ. დიახ, წერილი ამბობს, რომ ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში (იხილე ფილიპელთა 4:13). ეს გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც სხვადასხვა ვითარებასა ან განსაცდელში ვხვდებით, ღმერთი კი მათ გავლაში გვეხმარება. 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ იმდენი პასუხისმგებლობა, რომ მთლიანად გადავიწვათ, როგორც მაგალითად ქალი, რომელიც ხუთ შვილს ზრდის, სრულ განაკვეთზე მუშაობს, ეკლესიაში მსახურობს და ა.შ. 

ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან გადამღლელია და ნორმალურია რომ ეს ვაღიაროთ. ასევე ნორმალურია, რომ ზოგჯერ რაღაცეებზე უარიც ვთქვათ, რათა შევძლოთ მართლა ვისიამოვნოთ იმ ცხოვრებით, რომელიც ღმერთმა განსაზღვრა ჩვენთვის. 

ჭეშმარიტება ისაა, რომ მე და შენ ვალდებულები არ ვართ სხვებს ვგავდეთ ან ნაბიჯი ავუწყოთ სხვებს. ღმერთმა ზოგიერთი ადამიანი შექმნა ისე, რომ დიდი ოდენობით სამუშაოსთვის შეუძლიათ თავის გართმევა, მაგრამ ბევრი ადამიანი ამგვარად არაა შექმნილი. 

თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ისეთი, როგორადაც ღმერთმა შეგვქმნა. ამისთვის ბოდიშს არ უნდა ვიხდიდეთ. გვჭირდება, რომ ინდივიდუალურად ვიპოვოთ იმ შესაძლებლობების ბალანსი, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის განსაზღვრა, რათა შევძლოთ ცხოვრებით სიამოვნების მიღება, ნაცვლად იმისა, რომ დავიავადმყოფოთ თავი ზედმეტი სტრესისა და წნეხისაგან. 

როდესაც შენი ლიმიტი ამოიწურება, მოსესავით ღმერთთან მიდი და უფალი დაგეხმარება იპოვო უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ზოგჯერ შეჩერება და ზოგიერთ პასუხისმგებლობაზე უარის თქმა მიჭირს. გთხოვ, დამეხმარე შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრულ ვალდებულებათა ბალანსს მივაღწიო, რათა სიმშვიდეში ცხოვრება და მისით ტკბობა შევძლო.

读经计划介绍

აღთქმები ყოველი დღისთვის

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!

More