აღთქმები ყოველი დღისთვის预览

აღთქმები ყოველი დღისთვის

14天中的第13天

მოცემული მოწოდების ბოლომდე აღსრულების აუცილებლობა

„მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად“. – იოანეს 17:4 (NIV)

რამდენიმე წლის წინ, წავიკითხე მუხლი, რომელმაც ამატირა უფლის წინაშე. იოანეს 17:4-ში იესო ამბობს: „მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად“. ეს ნიშნავს, რომ მიჰყვებოდე ღმერთს და აღასრულებდე მის მოწოდებას. ამ მუხლის წაკითხვის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რომ არა მხოლოდ გავაკეთო ის, რისთვისაც მომიწოდა ღმერთმა, არამედ აღვასრულო კიდეც ეს მოწოდება. ბევრი ადამიანი დგამს ნაბიჯს და იწყებს წინ სვლას ღმერთთან ერთად, მაგრამ ვფიქრობ არც ისე ბევრი ადამინია ისეთი, ვინც ბოლომდე მიყვება მას. 

მოციქული პავლე ამბობს: „ოღონდ კი დავასრულო ჩემი სარბიელი სიხარულით...“ (იხილე მოციქულთა საქმეები 20:24). 

მე მტკიცე ვარ, რომ აღვასრულო ღმერთისგან მოცემული მოწოდება და ვისიამოვნო მისი ყოველი წუთით. 

სწორედ ეს მსურს თქვენთვისაც, რომ ისიამოვნოთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღით და აღასრულოთ ღმერთის მოწოდება.

ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა ღმერთზე. მან თავისი წილი გააკეთა და ყველაფერი მოგვცა რაც გვჭირდება ქრისტეში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწავლა, ზრდა და უფლის სულისთვის ჩვენში მოქმედების ნების დართვა. 

გამოყავით დრო და დაუკვირდით იმას, რის გასაკეთებლადაც მოგიწოდათ უფალმა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას ვაკეთებ დღეს იმისთვის, რომ სრულყოფილად დავასრულო ის, რაც ღმერთმა მომიმზადა. 

ღმერთს დიდებული გეგმები აქვს თქვენთვის. მიიღე ეს რწმენით და მიჰყევი მთელი გულით. მინდა, დღეს მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ სრულყოფილად შეასრულებთ ღმერთის მოწოდებას. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ღმერთი აფასებს. 

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მინდა მქონდეს საშუალება ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბოლომდე აღვასრულე შენს მიერ ჩემთვის მოცემული მოწოდება. მადლობა, რომ ჩემში მოქმედებ, რომ შენს მიერ განსაზღვრული მოწოდებისათვის ცხოვრების სურვილს და ძალას მაძლევ, რათა ჩემი მოწოდება ბოლომდე სიხარულით აღვასრულო!

读经计划介绍

აღთქმები ყოველი დღისთვის

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!

More