გამ. 15:23-25
გამ. 15:23-25 GEO02
და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?“ და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.


