მესამე მაკაბელთა 3
3
1ეს რომ გაიგო ამ ღვთისმგმობმა, ისე გაშმაგდა, რომ მარტო ალექსანდრიელ იუდაელებს კი აღარ აფრქვევდა რისხვას, არამედ ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრებთა მიმართაც დაუძინებელი მტრობა გამოიჩინა და ბრძანა ყველასათვის ერთ ადგილას მოეყარათ თავი და უსასტიკესი სიკვდილით მოესრათ.
2ვიდრე ეს საქმე მზადდებოდა, ბოროტმოქმედის თანამზრახველებმა ხმა გაავრცელეს იუდაელების წინააღმდეგ, თითქოს ისინი თავს არიდებდნენ კანონიერ მოვალეობათა აღსრულებას.
3თუმცა იუდაელები კეთილგანწყობას და ერთგულებას ინარჩუნებდნენ მეფეთა მიმართ.
4მაგრამ რაკი ისინი თაყვანს სცემდნენ თავიანთ ღმერთს და მისი სჯულისამებრ ცხოვრობდნენ, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მათი ქცევა მოვალეობისათვის თავის არიდებას ჰგავდა, რისთვისაც მათ სიძულვილით უყურებდნენ ზოგიერთნი,
5თუმცა ბევრის თვალში ისინი თავიანთი კეთილმოქმედებითა და სამართლიანობით პატივისცემას იმსახურებდნენ.
6და მაინც, უცხოტომელნი არად აგდებდნენ ამ ხალხის კეთილმსახურებას,
7ყბადაიღეს მათი ღვთისმოსაობა, მათი საჭმელები და ამტკიცებდნენ, თითქოს არც მეფესთან და არც კარისკაცებთან არ გაიზიარებდნენ სუფრას, თითქოს მოშურნენი და სახელმწიფოსადმი ძალზე მტრულად განწყობილნი არიან და ამრიგად განზრახ ჩირქს სცხებდნენ მათ.
8თუმცა ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომლებსაც არავითარი უსამართლობა არ ახსოვდათ მათგან, იუდაელთა წინააღმდეგ მიმართული ეს მოულოდნელი აღშფოთება და მათზე აღძრული ბრბოს მძვინვარება რომ დაინახეს, – თუმცა მათი დახმარება არ შეეძლოთ, რადგანაც მეფის ბრძანებას ვერ დაარღვევდნენ, – მაინც სცადეს ენუგეშებინათ ისინი; წუხდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ვითარება შეიცვლებოდა,
9რადგანაც არ ეგებოდა, ბედის ანაბარა მიეტოვებინათ ამდენი უდანაშაულო ხალხი.
10ზოგიერთი მათი მეზობელი და თანამოძმე ფარულად იფარებდა ზოგიერთ მათგანს და აღუთქვამდა, რომ ყველაფერს იღონებდა მათ დასაცავად.
11ხოლო მეფემ, თავისი დროებითი კეთილდღეობით გალაღებულმა, არაფრად რომ არ აგდებდა უდიადესი ღმერთის ძალმოსილებას და დაჟინებით ცდილობდა ხორცი შეესხა თავისი განზრახვისათვის, ასეთი წერილი დაწერა მათ წინააღმდეგ:
12„მეფე პტოლემეოს ფილოპატორი მოკითხვას უთვლის და ჯანმრთელობას უსურვებს ეგვიპტელებს, ადგილობრივ მხედართმთავრებსა და მეომრებს.
13ჩვენ თვითონ კარგადა ვართ და ჩვენი საქმეებიც კარგად მიდის.
14აზიაში ჩვენი ლაშქრობის შემდეგ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ღმერთების მოულოდნელი თანადგომის წყალობით, ჩვენი განზრახვისამებრ, წარმატებით დავაგვირგვინეთ;
15ვცდილობდით იარაღის ძალით კი არა, შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით გვეზრუნა კოილე-სიირისა და ფინიკიის მოსახლეობის კეთილდღეობაზე;
16ქალაქებში უშურველად ვწირავდით ძღვენს ტაძრებს; ასე მივადექით იეურსალიმს და გვსურდა პატივი მიგვეგო ამ უკეთურთა საწმიდრისათვისაც, რომელთა უგუნურებასაც არა აქვს ზღვარი.
17სიტყვებით კი გულთბილად მიგვიღეს, მაგრამ საქმით გვიმუხთლეს, როცა დავაპირეთ საუცხოო და საკადრისი შესაწირავით შევსულიყავით მათ ტაძარში, რათა პატივი მიგვეგო მისთვის.
18თავიანთი ოდინდელი ქედმაღლობით თავგასულნი მოგვცვივდნენ და შესასვლელი გადაგვიკეტეს, ჩვენ კი არც გვიფიქრია, ძალა გვეხმარა იმ კაცთმოყვარეობის გამო, რასაც ყველა ხალხისადმი ვიჩენთ.
19აშკარა მტრობა რომ გამოავლინეს ჩვენს მიმართ, ეს ხალხი ერთადერთი აღმოჩნდა ყველა ხალხს შორის, თავხედურად რომ ეურჩება მეფეებსა და თავის კეთილისმყოფელთ, და არა სურთ ისე მოიქცნენ, როგორც ჯერ არს.
20მაგრამ ჩვენ არ ავყევით მათ უგუნურებას და გამარჯვებით დაბრუნებულებმა თვით ეგვიპტეშიც კი სათანადო კაცთმოყვარეობა გამოვიჩინეთ, როგორც ყველა ხალხის მიმართ ვიქცევით.
21ამასთანავე, ყველას განვუცხადეთ, რომ დავიწყებას მივეცით ყოველივე ცუდი, რაც მათ თვისტომთაგან გვიწვნევია და გადავწყვიტეთ ერთგვარი ცვლილებაც კი შემოგვეტანა: რაკიღა ჩვენს მოკავშირეებად მიგვაჩნია ისინი და ოდითგანვე მიამიტურად ვანდობდით მრავალ სხვადასხვა საქმეს, ჩვენ გვინდოდა ალექსანდრიის მოქალაქეობის ღირსად და ჩვენს სიწმიდეთა მუდმივ თანამოზიერეებად გვქცია ისინი.
22მაგრამ მათ, თანდაყოლილი ბოროტების გამო, უკუღმართად გაიგეს ჩვენი განზრახვა და, რაკი სიკეთის უარმყოფელნი ერთთავად ბოროტებისაკენ მიდრეკილნი არიან,
23არამცთუ უარყვეს მოქალაქეობის ფასდაუდებელი უფლება, არამედ აშკარად თუ ფარულად გმობენ თავიანთ მცირერიცხოვან თვისტომთ, რომელნიც მეგობრულად არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ; გულწრფელად სწამთ, რომ ჩვენი სამარცხვინო ცხოვრების გამო იძულებულნი ვიქნებით მალე შევცვალოთ ჩვენივე დადგენილებანი.
24ამრიგად, ჩვენ საკმაოდ ბევრი საბუთი გვაქვს, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, რარიგ მტრულად განწყობილნი არიან ისინი ჩვენდამი, ასე რომ, თუ ოდესმე მოულოდნელად იფეთქა ამბოხებამ ჩვენს წინააღმდეგ, მოღალატეებად და ბარბაროს მტრებად უნდა ვიგულოთ ისინი.
25ამიტომ ვბრძანებთ, ამ წერილის მიღებისთანავე სასტიკად ჰგვემოთ და აწამოთ ისინი და თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად ხელფეხშეკრულნი მოგვგვაროთ, რათა სასტიკი და სამარცხვინო სიკვდილით დაიხოცნენ, რასაც სავსებით იმსახურებენ მტრები.
26რადგანაც, თუ ყველას დავსჯით, დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთ წარიმართება ჩვენი საქმე და წესრიგი დამყარდება სახელმწიფოში.
27თუ ვინმე შეიფარებს იუდაელს, გნებავთ ხანდაზმულს, გნებავთ ბავშვს ან მეძუძურ ჩვილსაც, დაუნდობლად ამოვწყვეტთ მთელი თავისი სახლეულითურთ.
28ხოლო ვინც რაიმეს შეგვატყობინებს მათზე, ჯილდოდ მიიღებს დამნაშავის ქონებას, ორი ათას დრაქმას სამეფო ხაზინიდან და თავისუფლებას.
29ყველა ადგილი, სადაც კი იპოვიან თავშეყრილ იუდაელებს, განადგურდეს და გადაიბუგოს, ასე რომ, მოკვდავთათვის სამუდამოდ გამოუსადეგარი გახდეს.“
30ასეთი იყო წერილის შინაარსი.
Iliyochaguliwa sasa
მესამე მაკაბელთა 3: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: