პირველი მაკაბელთა 14
14
1ასსამოცდამეთორმეტე წელს მეფე დემეტრიოსმა შეკრიბა თავისი ლაშქარი და მიდიისაკენ გაემართა, რომ დახმარება მიეღო ტრიფონთან საომრად.
2არშაკმა, სპარსეთისა და მიდიის მეფემ, შეიტყო, რომ დემეტრიოსი შეჭრილიყო მის მიწა-წყალზე და გაგზავნა თავისი ერთ-ერთი სარდალი, რათა ცოცხლად შეეპყრო იგი.
3ისიც გაემართა და დაამარცხა დემეტრიოსის ლაშქარი; დემეტრიოსი კი დაატყვევა და არშაკს მიჰგვარა, რომელმაც დილეგში ჩააგდო იგი.
4და დამშვიდდა ისრაელიანთა ქვეყანა სიმონის დროს. თავისი ხალხის სასიკეთოდ იღვწოდა [სიმონი] და ხალხსაც მოსწონდა მისი ხელმწიფება და დიდება მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
5მთელ თავის დიდებასთან ერთად იაფოც აიღო სანავსადგურედ და გზა გაუხსნა ზღვის კუნძულებს.
6განავრცო თავისი ხალხის საზღვრები და განაგებდა ქვეყანას.
7ტყვედ წამოასხა მრავალნი და მბრძანებლობდა გაზარაზე, ბეთ-ცურსა და ციხე-სიმაგრეზე, საიდანაც ამოძირკვა უწმინდურება და აღარავინ ჰყავდა წინააღმდგომი.
8მშვიდობიანად ამუშავებდა ხალხი თავის მიწას; მიწა იძლეოდა მოსავალს, ხოლო ხეხილი ბაღებში – ნაყოფს.
9ქუჩებში მსხდომი მხცოვანნი საქვეყნო სიკეთეზე ბჭობდნენ, ჭაბუკები კი სასალუქო და საომარი სამოსით იმოსებოდნენ.
10ქალაქებს სურსათით ამარაგებდა და სიმაგრეებად აქცია ისინი; ასე, რომ კიდით კიდემდე დიდებით იხსენიებოდა მისი სახელი.
11ქვეყნად მშვიდობამ დაისადგურა და ენით უთქმელი სიხარულით ხარობდა ისრაელი.
12ყველა თავისი ტალავრისა თუ ლეღვის ქვეშ იჯდა და აღარავინ იყო მათი დამაფრთხობელი.
13აღარც ქვეყნად დარჩა მათი მბრძოლი და მეფეებმაც ქედი მოიდრიკეს იმ დღეებში.
14მოაღონიერა თავისი ხალხის ყველა გლახაკი; სჯულის აღსრულებას ითხოვდა და ამოძირკვა ყველა უსჯულო და უკეთური.
15განადიდა საწმიდარი და ამრავლა წმიდა ჭურჭელი.
16რომსა და სპარტაშიც გაიგეს, იონათანი მოკვდაო, და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
17ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ იონათანის ნაცვლად მისი ძმა – სიმონი გამხდარა მღვდელმთავარი და ქვეყანასა და მის ქალაქებს განაგებდა,
18სპილენძის დაფებზე დაწერილი წერილი გაუგზავნეს, განვაახლოთო მეგობრობა და მოკავშირეობა, შენს ძმებთან – იუდასა და იონათანთან რომ დავამყარეთო.
19და წაიკითხეს წერილი იერუსალიმის საკრებულოს წინაშე.
20აი, ასლი სპარტელთა მიერ გამოგზავნილი წერილისა: „სპარტის მთავარნი და ქალაქი მოკითხვას უთვლიან მღვდელმთავარ სიმონს, უხუცესებს, მღვდლებსა და მთელ მოძმე იუდაელ ხალხს.
21ელჩებმა, ჩვენს ხალხს რომ აახლეთ, გადმოგვცეს თქვენი დიდებისა და პატივის ამბავი და გავიხარეთ მათი მოსვლით.
22და ამნაირად ჩავიწერეთ სახალხო საბჭოში მათი ნაამბობი: ‘ნუმემიოსი, ძე ანტიოქოსისა, და ანტიპატროსი, ძე იასონისა, იუდაელთა ელჩები, გვეწვივნენ მეგობრობის გასაახლებლად.
23ხალხმა ინება პატივით მიგვეღო ისინი და გადაშლილ სახალხო წიგნებში ჩაგვეწერა მათი სიტყვები, რათა სამახსოვროდ დარჩენოდა სპარტელ ხალხს, ასლი კი სიმონ მღვდელმთავარს გავუგზავნეთ.’“
24შემდგომ ამისა სიმონ მღვდელმთავარმა რომში წარგზავნა ნუმენიოსი და თან გაატანა ოქროს ფარი, წონით ათასი მინა, მათთან მოკავშირეობის დასამყარებლად.
25ეს რომ ხალხმა გაიგო, თქვა: „რანაირად გადავუხადოთ მადლობა სიმონსა და მის ვაჟებს?
26რადგანაც მტკიცედ იდგა თვითონაც, მისი ძმებიც და მამამისის სახლიც; მოიგერიეს ისრაელის მტრები და თავისუფლება მიანიჭეს მას.“
27სპილენძის დაფებზე დაწერეს ეს და სვეტებზე ჩამოკიდეს – სიონის მთაზე. აი, ამ წერილის ასლი: „ასსამოცდამეთორმეტე წლის ელულის თვრამეტს, ანუ სიმონ დიდი მღვდელმთავრის მესამე წელს, ასარამელში,
28მღვდლების, ხალხის, მთავართა და უხუცესთა დიდ საკრებულოში გვეუწყა:
29მრავალი ომი გადაიხადა ჩვენმა ქვეყანამ; სიმონმა, მატათია მღვდლის ვაჟმა, იოარიბის ძეთაგან, და მისმა ძმებმა თავი გაწირეს და წინ აღუდგნენ თავიანთი ხალხის მტრებს, რათა შეენარჩუნებინათ წინაპართა საწმიდარი და სჯული და საუკუნო დიდებით განადიდეს თავიანთი ერი.
30იონათანმა შემოიკრიბა თავისი ხალხი, მისი მღვდელმთავარი გახდა და თავი დადო ისრაელისთვის.
31ხოლო როდესაც მტრებმა განიზრახეს მათ ქვეყანაში შეჭრა და საწმიდარზე აღმართეს ხელი,
32სიმონი წინ აღუდგა და თავისი ხალხისთვის შეება მომხვდურთ; უამრავი პირადი ხარჯი გაიღო, იარაღით აღჭურვა თავისი ერის მხნე მოლაშქრენი და მისცა მათ ჯამაგირი.
33გაამაგრა იუდას ქალაქები და ბეთ-ცური, იუდას საზღვარზე, სადაც უწინ მტრის საჭურველი იყო, და მცველებად იუდაელნი ჩააყენა იქ.
34გაამაგრა იაფო ზღვის პირას, გაზარაში კი – აშდოდის საზღვარზე, სადაც უწინ მტრები ბინადრობდნენ, იუდაელები დაასახლა და მოამარაგა ყველაფრით, რაც მათი აღდგენისათვის იყო საჭირო.
35დაინახა ხალხმა სიმონის რწმენა და დიდება, რომელიც სურდა მოეპოვებინა თავისი ერისათვის, და აირჩია იგი თავის წინამძღოლად და მღვდელმთავრად ყოველივე იმისათვის, რაც აღასრულა და თავისი ხალხისადმი ერთგულებისა და სამართლიანობის გამო, ყოველნაირად რომ ცდილობდა აემაღლებინა თავისი ერი.
36ყვალაფერი კეთილად წარიმართა მისი მღვდელმთავრობისას: ქვეყნიდან განდევნეს წარმართნი და დავითის ქალაქში – იერუსალიმში ჩასახლებულნიც, საკუთარი ციხე-სიმაგრე რომ აეგოთ, საიდანაც თავს ესხმოდნენ შემოგარენს, ყველაფერს ბილწავდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ და დიდ ზიანს აყენებდნენ საწმიდარს.
37იუდაელნი ჩაასახლა იქ, ქვეყნისა და ქალაქის უსაფრთხოებისათვის გაამგრა იგი და აამაღლა იერუსალიმის გალავანი.
38ამიტომაც იყო, რომ მეფე დემეტრიოსმა მღვდელმთავრად დაადგინა იგი,
39თავის მეგობართა შორის შერაცხა და განადიდა დიდებით,
40რადგანაც გაიგო, რომ რომაელები ძმებს, მეგობრებს და მოკავშირეებს უწოდებდნენ იუდაელებს, და პატივით მიიღო სიმონის ელჩები;
41და რომ იუდაელებსა და მღვდლებს სურთ წინამძღოლად და მღვდელმთავრად ჰყავდეთ სიმონი სამუდამოდ, ვიდრე აღდგებოდეს სარწმუნო წინასწარმეტყველი,
42რათა იყოს მათი მხედართმთავარი და წმიდა ადგილთა მფარველი; ყველას მიუჩინოს თავისი საქმე, ვის ამა თუ იმ მხარეზე ზრუნვა მიანდოს, ვის – იარაღსა თუ ციხე-სიმაგრეებზე;
43რათა თავს დაჰკანკალებდეს საწმიდარს, ყველასთვის ყურად საღები იყოს მისი სიტყვა, მისი სახელით იწერებოდეს ქვეყანაში ყველა საბუთი, ძოწეულით იყოს მოსილი და ოქროს სამკაულებით შემკული;
44რათა არც საეროთა და არც სამღვდელოთაგან არავის ჰქონდეს იმის უფლება, რომ გააუქმოს ესა თუ ის საბუთი, ანდა ეურჩოს მის სიტყვას, მის გარეშე მოიწვიოს ყრილობა ქვეყანაში, შეიმოსოს ძოწეულით ან ატაროს ოქროს ბალთა.
45ხოლო ვინც ამის საწინააღდეგოდ ჩაიდენს რასმე, ან რაიმეს შეცვლის ამათგან, დამნაშავე იქნება.“
46დათანხმდა მთელი ერი დამორჩილებოდა სიმონს და ემოქმედა ამ სიტყვების თანახმად.
47მიიღო სიმონმა და თანხმობა განაცხადა ყოფილიყო იუდაელებისა და მათი სამღვდელოების მღვდელმთავარი, ჯარების სარდალი, ერისმთავარი და ყველას წინამძღვარი.
48გადაწყვიტეს, ყოველივე ეს სპილენძის დაფებზე დაეწერათ და ტაძრის გალავანში, საჩინო ადგილას დაედგათ ისინი.
49ხოლო მისი ასლები საგანძურში დაედოთ, რათა ჰქონოდათ სიმონსა და მის ვაჟებს.
Iliyochaguliwa sasa
პირველი მაკაბელთა 14: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: