Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე ეზრა 5

5
1შემდგომ ამისა წასასვლელად აირჩიეს მამა-პაპეულ სახლთა წინამძღოლნი თავიანთი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი მონები და მხევლები და მათი საქონელი.
2დარიოსმა ათასი ცხენოსანი აახლა მათ, რათა მშვიდობიანად მიეცილებინათ იერუსალიმამდე, მუსიკით, დაფდაფებით და ბუკ-ნაღარით.
3ილხენდა მათი ყოველი მოძმე, და დარიოსმა ნება დართო მათ ერთად წასულიყვნენ.
4აი, იმათი სახელები, თავ-თავიანთი ტომების მიხედვით რომ წავიდნენ, უხუცესობის წესით:
5მღვდლები, აარონის ძის – ფინხასის ძენი; იესო, სერაიას ძის – იოცადაკის ძე; იოიაკიმი, შეალთიელის ძის – ზერუბაბელის ძე, დავითის სახლიდან, ფერეცის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან,
6ბრძნული სიტყვა რომ წარმოსთქვა სპარსთა მეფის, დარიოსის, წინაშე მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველში.
7ესენი არიან გადასახლების ტყვეობიდან გამოსული იუდაელნი, რომელნიც ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, გადაასახლა ბაბილონში,
8და იერუსალიმსა და სხვა ადგილებში დაბრუნდნენ, თვითეული თავის ქალაქში, თავიანთ წინამძღოლებთან – ზერუბაბელსა და იესოსთან, ნეემიასა და სერაიასთან, რესაიასთან და ბიგვაისთან, მარდოქაისა და ბილშანთან, მისპარსა და რეელიასთან, რეხუმსა და ბაყანასთან ერთად მოსულნი.
9ხალხისა და მისი წინამძღოლების რიცხვი: ფარყოშის ძენი – ორი ათას ას სამოცდათორმეტი.
10შეფატიას ძენი – ოთხას სამოცდათორმეტი; არახის ძენი – შვიდას ორმოცდათექვსმეტი.
11ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეებთან ერთად, – ორი ათას რვაას თორმეტი.
12ყელამის ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; ზათუს ძენი – ცხრაას ორმოცდა ხუთი; ხორბეს ძენი – შვიდას ხუთი; ბანის ძენი – ექვსას ორმოცდა რვა.
13ბებაის ძენი – ექვსას ოცდა სამი; ყაზგადის ძენი – ათას სამას ოცდა ორი.
14ადონიკამის ძენი – ექვსას სამოცდა შვიდი; ბიგვაის ძენი – ორი ათას სამოცდა ექვსი; ყადინის ძენი – ოთხას ორმოცდა თოთხმეტი.
15ხიზკიას ძის, ატერის ძენი – ოთხმოცდა თორმეტი; კილანისა და ყაზეტას ძენი – სამოცდა შვიდი; ყაზურუს ძენი – ოთხას ოცდათორმეტი.
16ყანნიას ძენი – ას ერთი; არომის ძენი, ბეცაის ძენი – სამას ოცდასამი; იორას ძენი – ას თორმეტი.
17ბაიტერუსის ძენი – სამი ათას ხუთი; ბეთლემის ძენი – ას ოცდა სამი.
18ნეტოფასაგან – ორმოცდათხუთმეტი; ყანათოთისაგან – ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთასმოთისგან – ორმოცდაორი.
19კირიათარიმისგან – ოცდა ხუთი; ქეფირასა და ბეეროთისგან – შვიდას ორმოცდა სამი.
20ქადიასნი და ამიდიოსნი – ოთხას ოცდა ორი; რამასა და გებაყისგან – ექვსას ოცდა ერთი.
21მიქმაშისაგან – ას ოცდა ორი; ბეთელისგან – ორმოცდა თორმეტი; მაგბიაშის ძენი – ას ორმოცდა თექვსმეტი.
22ყელამისა და ონოს ძენი – შვიდას ოცდა ხუთი; იერიხოს ძენი – სამას ორმოცდა ხუთი.
23სენაას ძენი – სამი ათას სამას ოცდაათი.
24მღვდლები: იესოს ძის იედაყიას ძენი ანასიბის ძეებთან ერთად – ცხრაას სამოცდა თორმეტი; იმერის ძენი – ათას ორმოცდა თორმეტი.
25ფაშხურის ძენი – ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი – ათას ჩვიდმეტი.
26ლევიანები: იესოს, კადმიელის, ბანასა და სუდიას ძენი – სამოცდა თოთხმეტი.
27მგალობელნი: ასაფის ძენი – ას ოცდა რვა.
28მეკარენი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, თოლმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატითას ძენი, შობაის ძენი, სულ – ას ოცდა ცხრამეტი.
29ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხაშუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროსის ძენი, სიაყას ძენი, ფადონის ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი,
30ყაკუბის ძენი, ყუთაის ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბის ძენი, შამლაის ძენი, ხანას ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი,
31რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, ქეზიბის ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ხაშრას ძენი, ბესაის ძენი, ასნას ძენი, მეუნიტესის ძენი, ნეფისიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, აშურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბაცლუთის ძენი,
32მეხიდას ძენი, ქუთას ძენი, ხარეას ძენი, ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თემას ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,
33სოლომონის მსახურთა ძენი: ჰასოფერეთის ძენი, ფერუდას ძენი, იაყალას ძენი, ლოზონის ძენი, გიდელის ძენი, შეფატიას ძენი,
34ხატილის ძენი, ფოქერეთ-ჰაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მასიას ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შაფათის ძენი, ამის ძენი.
35სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – სამას სამოცდა თორმეტი.
36ესენი არიან თელმელახიდან და თელხარშადან გამოსულნი; მათი წინამძღვარნი – ქერუბი, ადანი და იმერი.
37ზოგმა ვერ შეძლო თავისი მამულის და ტომის ჩვენება და ვერ დაამტკიცა, რომ ისრაელის მოდგმისაა; ესენი არიან: ტობიას ძის – დელაიას ძენი, ნეკოდას ძენი – ექვსას ორმოცდა თორმეტი.
38მღვდელთაგანნი, მღვდელმსახურებას რომ ასრულებდნენ, მაგრამ სიაში კი არ აღმოჩნდნენ: ჰობაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, იადუს ძენი, რომელმაც ცოლად შეირთო აგია, ბარზილაის ერთ-ერთი ასული, და მისი სახელით იწოდა.
39რაკი ძიებისას საგვარტომო სიაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისგან.
40უთხრეს მათ ნეემიამ და ატთარიამ, არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა ურიმ-თუმიმით შემოსილი მღვდელმთავარი.
41სულ იყვნენ ისრაელის ძენი, თორმეტწლიანებიდან მოყოლებული, მონათა და მხევალთა გარდა, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი; მონები და მხევლები – შვიდი ათას სამას ორმოცდა შვიდი; მგალობელნი და მეფსალმუნენი – ორას ორმოცდა ხუთი.
42აქლემი – ოთხას ოცდა თხუთმეტი, ცხენი – შვიდი ათას ოცდა თექვსმეტი, ჯორი – ორას ორმოცდა ხუთი, საუღლე საქონელი – ხუთი ათას ხუთას ოცდახუთი.
43ღვთის ტაძარს რომ მიადგნენ იერუსალიმში, გვარის ზოგიერთმა თავკაცმა აღთქმა დადო, რომ შეძლებისდაგვარად აღადგენდა უფლის სახლს იმავ ადგილას;
44ტაძრის საგანძურში მშენებლობისათვის დადებდა ათას ოქროს მნას, ხუთი ათას მნას ვერცხლისას და სამღვდელო სამოსელს.
46მღვდლები, ლევიანები და ხალხის ნაწილი იერუსალიმსა და მის შემოგარენში დასახლდნენ, მგალობლები, მეკარენი და მთელი ისრაელი კი – თავიანთ სოფლებში.
47მეშვიდე თვის დამდეგს, როცა ისრაელის ძენი უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში იყვნენ, ერთად მოიყარეს თავი გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან.
48ადგა იესო, იოცადაკის ძე, მისი მღვდელმსახური ძმები, ზერუბაბელი, შეალთიელის ძე და მისი ძმები, და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე შეეწირათ სრულადდასაწველი, როგორც სწერია მოსეს, ღვთის კაცის, წიგნში.
49და შეიკრიბნენ მათთან იმ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგანაც მტრობდნენ მათ, და მძლავრობდა მათზე იმ ქვეყნის ყველა ტომი; ხოლო მათ თავის დროზე მოჰქონდათ მსხვერპლი და დილა-საღამოს სრულადდასაწველს სწირავდნენ უფალს.
50კარვობის დღესასწაულს იხდიდნენ, როგორც აწესებს სჯული, და განაწესისამებრ სწირავდნენ მსხვერპლს,
51რასაც თან ერთვოდა შაბათთა, ახალმთვარობათა და ყველა წმიდა დღესასწაულის განუწყვეტელი ძღვენი და მსხვერპლი.
52და ყველას, ვინც მეშვიდე თვის ახალმთვარობისას აღთქმა დაუდო ღმერთს, მოჰქონდა მსხვერპლი ღვთისათვის, თუმცა ტაძარი ჯერ კიდევ არ აგებულიყო.
53ვერცხლსა და სასმელ-საჭმელს აძლევდნენ ქვისმთლელებსა და ხუროებს, ურმებს – ციდონელებსა და ცორელებს, რათა კედრის ხე-ტყე გამოეზიდათ ლიბანიდან და ტივებით შემოეტანათ იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ კვიროსმა, სპარსეთის მეფემ.
54იერუსალიმში ღვთის ტაძართან მოსვლიდან მეორე წელს და მეორე თვეს ზერუბაბელმა, შეალთიელის ძემ, იესომ, იოცედეკის ძემ და მათმა ძმებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, და ტყვეობიდან ყველა გამოსულმა
55საძირკველი ჩაუყარეს ღვთის ტაძარს იუდასა და იერუსალიმში მოსვლის მეორე წელს და მეორე თვეს, ახალმთვარობისას.
56და მიუყენეს ლევიანები, ოცწლიანებიდან მოყოლებული უფლის საქმეს; დადგა იესო თავის ვაჟებსა და ძმებთან ერთად, ძმა კადმიელი, ემადაბუნი და ილიადუნის ძის – იოდას ძენი, ვაჟიშვილებით და ძმებითურთ, ყველა ლევიანი, ერთსულოვნად აღძრული უფლის სახლის ასაშენებლად.
57და ააშენეს მშენებლებმა უფლის ტაძარი; დადგნენ შემოსილი მღვდლები საკრავებით და საყვირებით, ხოლო ლევიანები – დაფდაფებით, უგალობდნენ და ისრაელის მეფის – დავითის წესისამებრ ადიდებდნენ ღმერთს.
58მადიდებელნი საგალობელთა გუგუნით უხმობდნენ უფალს, რომ მისი მადლი და დიდება უკუნისამდეა მთელ ისრაელზე.
59საყვირებს ახმიანებდა მთელი ხალხი და ღაღადისით ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის.
60ხოლო უხუცესნი და გვართა თავკაცნი ლევიანთაგან თუ მღვდელთაგან, რომელთაც ენახათ უწინდელი სახლი, ხმამაღალი მოთქმა-გოდებით მოვიდნენ მშენებლობის მოსახილავად;
61მრავალნი კი – საყვირებითა და მხიარული ყიჟინით;
62მაგრამ ხალხს არც კი ესმოდა საყვირთა ხმა ამ გნიასში, თუმცაღა ბევრი ხმამაღლა აგუგუნებდა საყვირებს, ასე რომ, მათი გუგუნი შორს ისმოდა;
63გაიგონეს იუდასა და ბენიამინის ტომების მტრებმა და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას მოასწავებდა საყვირთა ხმა.
64შეიტყეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი ტაძარს უშენებენ ღმერთს, ისრაელის ღმერთს.
65ზერუბაბელს, იესოსა და გვართა წინამძღოლებს მიადგნენ და უთხრეს, ჩვენც თქვენთან ერთად ვაშენებთო;
66რადგან ჩვენც თქვენსავით ვუსმენთ თქვენს უფალს და მსხვერპლს ვწირავთ მას აშურთა მეფის ესარხადონის დროიდან, რომელმაც აქ გადმოგვასახლაო.
67უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იესომ და ისრაელის გვართა წინამძღოლებმა: „თქვენთად ერთად ვერ ავუშენებთ ტაძარს ჩვენს ღმერთს და უფალს.
68ჩვენ თვითონ უნდა ავუგოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა კვიროსმა, სპარსელთა მეფემ“.
69ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და აბრკოლებდნენ მშენებლობას.
70ვერაგობით აშფოთებდნენ ხალხს და ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე კვიროსი ცოცხალი იყო.
71ასე რომ მშენებლობა ორ წელიწადს გაჭიანურდა დარიოსის გამეფებამდე.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia