1
Mark 6:31
ბიბლია
სბს
ეუბნება მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ რადგან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
Linganisha
Chunguza Mark 6:31
2
Mark 6:4
და უთხრა მათ იესომ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა, ნათესავებისა და საკუთარი სახლისა.“
Chunguza Mark 6:4
3
Mark 6:34
და როდესაც გადმოვიდნენ, უამრავი ხალხი დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ ბევრის სწავლება.
Chunguza Mark 6:34
4
Mark 6:5-6
და ვერ შეძლო მოეხდინა იქ რაიმე სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს დაადო ხელები და განკურნა. და უკვირდა მათი ურწმუნოება, და დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
Chunguza Mark 6:5-6
5
Mark 6:41-43
და აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. და ჭამა ყველამ და გაძღა. და აკრიფეს დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი.
Chunguza Mark 6:41-43
Nyumbani
Biblia
Mipango
Video