1
მათ. 10:16
ბიბლია
GEO02
აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
Linganisha
Chunguza მათ. 10:16
2
მათ. 10:39
თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
Chunguza მათ. 10:39
3
მათ. 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
Chunguza მათ. 10:28
4
მათ. 10:38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
Chunguza მათ. 10:38
5
მათ. 10:32-33
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
Chunguza მათ. 10:32-33
6
მათ. 10:8
სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
Chunguza მათ. 10:8
7
მათ. 10:31
ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
Chunguza მათ. 10:31
8
მათ. 10:34
ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
Chunguza მათ. 10:34
Nyumbani
Biblia
Mipango
Video