1
რომ. 14:17-18
ბიბლია
GEO02
ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
Sammenlign
Utforsk რომ. 14:17-18
2
რომ. 14:8
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
Utforsk რომ. 14:8
3
რომ. 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
Utforsk რომ. 14:19
4
რომ. 14:13
ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
Utforsk რომ. 14:13
5
რომ. 14:11-12
რადგან სწერია: „მე ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე.
Utforsk რომ. 14:11-12
6
რომ. 14:1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.
Utforsk რომ. 14:1
7
რომ. 14:4
ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
Utforsk რომ. 14:4