YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 14

14
სამსონი – მეცამეტე მსაჯული
1და ჩავიდა სამსონი თიმნათში, და ნახა თიმნათში ერთი ქალი ფილისტიმელთა ასულთაგან.
2და ავიდა და აუწყა თავის მამასა და დედას: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასულთაგან; მომიყვანეთ იგი ცოლად.“
3და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და შენი ერის ასულებს შორის, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?“ და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.“
4და მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ უფლისაგან იყო ეს, და რომ ის საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ; და იმ დროს ფილისტიმელნი ბატონობდნენ ისრაელზე.
5და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მათკენ.
6და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა იგი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა.
7და ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს, და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.
8და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა; და შეუხვია ლომის მძორის სანახავად და აჰა, ლომის მძორში ფუტკრის გუნდი და თაფლია.
9და პეშვით გამოიღო თაფლი. და მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. და წამოეწია თავის მამას და დედას, და მისცა მათ ეს თაფლი და ჭამეს. და არ უთქვამს, ლომის მძორიდან რომ იყო გამოღებული.
10და მივიდა მამამისი ქალთან, და სამსონმა იქვე ლხინი გადაიხადა, როგორც ჭაბუკები იქცეოდნენ ხოლმე.
11და როცა ნახა იგი, მოიყვანეს ოცდაათი მაყარი, და იყვნენ მასთან.
12და უთხრა მათ სამსონმა: „გამოსაცნობად ერთ გამოცანას გეტყვით; თუ ამ შვიდდღიანი ლხინის განმავლობაში გამოიცნობთ და ამოხსნით მას, ოცდაათ ხელ სელის სამოსელს და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ;
13და თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი.“ და უთხრეს მას: „თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.“
14და უთხრა მათ: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.“ და სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?“
16და ატირდა სამსონის ცოლი მის წინაშე, და უთხრა: „შენ გძულვარ და არ გიყვარვარ, ჩემი ხალხის ძეებისათვის გამოცანა მიგიცია, ახსნას კი არ მეუბნები.“ და მან უპასუხა: „მამაჩემისა და დედაჩემისათვის არ მითქვამს და შენ გითხრა?“
17და ტიროდა ცოლი მის წინაშე შვიდი დღე, რამდენ ხანსაც ის ლხინი გრძელდებოდა. და მეშვიდე დღეს კი უთხრა თავის ცოლს გამოცანის ახსნა, რადგან იძულებული გახდა. მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა გამოცანა.
18და ქალაქის მკვიდრებმა მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე უთხრეს სამსონს: „რა არის თაფლზე უტკბესი და ლომზე უძლიერესი?“ და უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.“
19და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა საცვლები გამოცანის გამომცნობთ. და აღიგზნო მისი რისხვა და წავიდა თავისი მამის სახლში.
20სამსონის ცოლი კი ქმრის მაყარმა შეირთო.

Currently Selected:

მსაჯ. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy