YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 15

15
სამსონის შურისგება
1რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად პურის მკის დროს და თან ერთი თიკანი წაიყვანა. და თქვა: „შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!“ მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
2და უთხრა მას ქალის მამამ: „ვიფიქრე სიძულვილით მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აჰა, მისი უმცროსი და მასზე უკეთესია; ეგ წაიყვანე ცოლად მის ნაცვლად.“
3და უთხრა მათ სამსონმა: „უდანაშაულო ვიქნები ამიერიდან ფილისტიმელთა წინაშე, თუ ბოროტებას ვუზამ მათ.“
4და წავიდა სამსონი, და დაიჭირა სამასი მელა და აიღო ჩირაღდნები, და მათი კუდი კუდს გადაუსკვნა და ჩაატანა თითო ჩირაღდანი ორ კუდს შორის.
5და მოუკიდა ცეცხლი ჩირაღდნებს და გაუშვა ფილისტიმელთა ყანებში, და გადაწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
6და იკითხეს ფილისტიმელებმა: „ეს ვინ ჩაიდინა?“ და უთხრეს „სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მიათხოვეს მის მაყარს.“ და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაწვეს ის ქალი და მამამისი ცეცხლში.
7და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, მაშინ მე შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.“
8და მაგარი ცემით ურტყა მათ წვივებსა და თეძოებს, და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი.
9და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაიბანაკეს იუდაში და განივრცნენ ლეხამდე.
10და ჰკითხეს იუდას კაცებმა: „რად ამოხვედით ჩვენთან?“ და უთხრეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა მას ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვექცა.“
11და ჩავიდა სამი ათასი კაცი იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: „ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელნი ბატონობენ ჩვენზე? ეს რა გვიქენი?“ და უპასუხა მათ: „როგორც მე მომექცნენ, მეც ასე მოვექეცი.“
12და უთხრეს მას: „შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს.“ და უთხრა მათ სამსონმა: „შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.“
13და უთხრეს მას ასე: „არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს; მოკვლით არ მოგკლავთ.“ და შეჰკრეს იგი ორი ახალი თოკით, და წაიყვანეს კლდიდან.
14და მივიდნენ ისინი ლეხამდე და ფილისტიმელნი შეძახილებით შეხვდნენ მას; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და მის მკლავებზე მოხვეული თოკები ცეცხლით დამწვარი სელივით გახდა და დასცვივდა საკვრელები ხელებიდან.
15და ვირის ახალი თავყბა იპოვა ხელით, დასწვდა და აიღო იგი, და ათასი კაცი დახოცა იმით.
16და თქვა სამსონმა: „ვირის ყბით ვირთა ვირი; ვირის ყბით დავხოცე ათასი კაცი.“
17და ეს რომ თქვა, გადააგდო ვირის ყბა და უწოდა იმ ადგილს „რამათ-ლეხი.“
18და ძალიან მოსწყურდა და უხმო უფალს: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში.“
19და გააპო ღმერთმა ქვაბური, ლეხში რომ იყო, და გადმოსკდა იქიდან წყალი. და დალია და მოიბრუნა სული, და გამოცოცხლდა. ამისთვის ეწოდა მას სახელად „ყენ-ჰაკორე“, რომელიც დღემდეა ლეხში.
20და განსჯიდა ისრაელს სამსონი ფილისტიმელთა დღეებში ოცი წელიწადი.

Currently Selected:

მსაჯ. 15: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy