სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 9
9
1ნუ ეჭვიანობ მეუღლეზე, ცუდად ნუ წვრთნი შენსავ საზიანოდ.
2ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა შენს უფლებას წინ არ აღუდგეს.
3ნუ გახვალ როსკიპის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.
4დიდხანს ნუ დაჰყოფ მომღერალ ქალთან, რათა მისმა ხელოვნებამ არ მოგნუსხოს.
5ნუ უჭვრეტ ქალწულს, რათა მისმა მშვენებამ არ გაცთუნოს.
6ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა შენი მემკვიდრეობა არ დაღუპო.
7თვალს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ უბნებში ნუ დახეტიალობ.
8თვალი აარიდე ლამაზ ქალს და სხვის მშვენებას ნუ მიაშტერდები, რადგანაც ბევრი შეუცდენია ქალის სიტურფეს: ცეცხლივით ინთება მისგან სიყვარული.
9არამც და არამც გვერდით არ მიუჯდე გათხოვილ ქალს და მასთან ღვინის სმას ერიდე, რათა მისკენ არ მიიქცე სულით და თავი არ დაიღუპო.
10ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი ვერ შეედრება მას. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.
11ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგანაც არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.
12ნუ მოგწონს უწმინდურთა მოსაწონი; გახსოვდეს, თვით ჯოჯოხეთამდე ვერ გამართლდებიან ისინი.
13შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს, და შენ ვერ შეგაკრთობს სიკვდილის შიში, მაგრამ თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახე გიგია და ქალაქის გალავნის ქონგურებზე მიაბიჯებ.
14შეძლებისდაგვარად გამოიცანი მოყვასნი და რჩევა ბრძენკაცთ ჰკითხე.
15გონიერ ხალხს ესაუბრე და უზენაესის სჯულს შეუწონე შენი ნათქვამი.
16სამართლიანი ხალხი გყავდეს თანამეინახედ და ღვთისმოშიშებით იდიდე.
17ნახელავი ხელოსნის ოსტატობით იქება, ხალხის მმართველის სიბრძნე კი – სიტყვით.
18ქალაქისათვის საშიშია ავყია კაცი და საძულველი – როყიოდ მეტყველი.
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 9: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002