სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 10
10
1ბრძენი მსაჯული აღზრდის თავის ხალხს და გონივრულ მმართველობას დაამყარებს.
2როგორიცაა მმართველი ისეთნივე არიან მისი მსახურნი. როგორიცაა ქალაქის თავი, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნიც.
3უვიცი მეფე დაღუპავს თავის ხალხს, ამა ქვეყნის ძლიერთა გონიერებით კი ქალაქი აყვავდება.
4უფლის ხელთაა ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად მოუვლენს მას.
5უფლის ხელთაა კაცის ბედ-იღბალი და მწიგნობრის სახეზე თავის დიდებას აღბეჭდავს იგი.
6ყოველი უსამართლობის გამო ნუ განურისხდები მოყვასს და ნურავის შეურაცხყოფ საქმით.
7ქედმაღლობა საძულველია უფლისთვისაც და კაცისთვისაც, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე.
8მეუფება ერთი ხალხის ხელიდან მეორისაში გადადის ყოველგვარი უსამართლობის, თავგასულობის და ანგარების გამო.
9რას ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? აკი სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული.
10ხანგრძლივი ავადმყოფობა აყმუვნებს ექიმს; დღეს მეფე, ხვალ კი სიკვდილის კერძი.
11როდესაც კაცი კვდება, მისი მემკვიდრენი ხდებიან ქვეწარმავალნი, მატლნი და მხეცნი.
12მზვაობის სათავე კაცის განშორებაა უფლისაგან და მისი გულის განდგომა მისივე შემოქმედისგან.
13რადგანაც ცოდვის სათავე მზვაობაა და მზვაობარი სიბილწეს ათხევს. ამიტომაც ურიცხვ განსაცდელს უმზადებს ღმერთი და საბოლოოდ დაღუპავს კიდეც.
14უფალმა დაამხო მზვაობართა ტახტი და მათ ადგილას თვინიერნი დასხა.
15უფალმა ძირფესვიანად აღმოფხვრა ხალხები და მათ ნაცვლად ქედმოდრეკილნი დანერგა.
16უფალმა შემუსრა ხალხთა ქვეყნები და თვით მიწის საძირკვლამდე დაამხო ისინი.
17გაახმო, მოსრა ზოგიერთი და მიწის პირისაგან აღგავა მათი სახსენებელი.
18ადამიანთათვის არ შექმნილა ქედმაღლობა და არც მძვინვარება რისხვისა – ქალის ნაშობთათვის.
19რომელია პატიოსანი მოდგმა? ადამიანის მოდგმა. რომელია პატიოსანი მოდგმა? უფლის მოშიშთა. რომელია უპატიოსნო მოდგმა? ადამიანის მოდგმა. რომელია უპატიოსნო მოდგმა? მცნების დამრღვევთა.
20ძმათა შორის უფროსია პატივდებული, ისევე, როგორც მოშიშნი უფლისა – უფლის თვალში.
21მდიდრის, დიდებულისა თუ უპოვარის ქება-დიდება უფლის შიშია.
22უსამართლობაა დაამცირო გონიერი ღატაკი და უმართებულოა ცოდვილის ქება.
23პატივდებულია დიდებულიც, მსაჯულიც და მბრძანებელიც, მაგრამ არცერთი არაა უფლის მოშიშზე უმეტესი.
24ბრძენ მსახურს თავისუფალნი მსახურებენ და მცოდნისათვის უცხოა დრტვინვა.
25ბრძნობას ნუ იჩემებ საქმის კეთებისას და ნუ იქადი გაჭირვების ჟამს.
26მაშვრალი, რომელსაც ყველაფერი ბლომადა აქვს, სჯობს, უქნარა ბაქიას, ლუკმა პურიც რომ არ გააჩნია.
27შვილო, თვინიერებით განადიდე სული და ღირსებისამებრ მიაგე პატივი.
28ვინ გაამართლებს, ვინც საკუთარი სულის წინაშე სცოდა? ვინ განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს?
29უპოვარს პატივს სცემენ ცოდნისათვის, მდიდარს კი – მისი სიმდიდრის გამო.
30სიღარიბეში პატივდებული რამდენად უფრო საპატიო იქნება სიმდიდრეში? ხოლო სიმდიდრეში უპატიო რამდენად უფრო უპატიო იქნება სიღარიბეში?
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 10: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002