სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 5
5
1ნუ გაქვს იმედი შენი ქონებისა და ნუ იტყვი – სამყოფი მაქვსო.
2ნუ აჰყვები შენს გულისთქმას და შენს ძალას, ნუ ივლი სურვილთა კვალზე.
3ნუ იტყვი, ვინ მიყმობსო? რადგან უფალი მოგაგებს შენი თავგასულობის სანაცვლოს.
4ნუ იტყვი, შევცოდე, ეს რა დამემართაო, რადგან სულგრძელია უფალი.
5შეწყალების მოიმედე უშიშრად ნუ იქნები და ცოდვას ნუ მიუმატებ ცოდვას.
6ნუ იტყვი, დიდია მისი გულმოწყალება და მრავალ ცოდვას მომიტევებსო, რადგანაც მასთანაა წყალობაცა და რისხვაც და ცოდვილებს თავს დაატყდება მისი გულისწყრომა.
7ნუ აყოვნებ და სამერმისოდ ნუ გადასდებ მიქცევას უფლის მიმართ, რადგანაც ანაზდეულად შეგმუსრავს მისი რისხვა და წარწყმდები შურისგების ჟამს.
8ნუ გაქვს უსამართლოდ მონახვეჭის იმედი, რადგანაც ვერას გარგებს უკანასკნელ დღეს.
9ნუ აჰყვები ყველა ქარს და ნუ გაჰყვები ყველა ბილიკს, როგორც ორპირი ცოდვილი.
10მტკიცე იყავ შენი ცოდნით და ერთი იყოს სიტყვა შენი.
11სწრაფი იყავ სმენად და სულგრძელად გაეცი პასუხი.
12თუ რამ იცი, მიუგე მოყვასს, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.
13სიტყვებშია პატივიც და უპატიობაც, და ენაა კაცის დამმხობი.
14ნურავინ გიცნობს დამსმენად და ნუ იმზაკვრებ ენით, რადგანაც ქურდის ხვედრი სირცხვილია, ორპირისა კი – მკაცრი გმობა.
15ნუ იქნები უგუნური ნურც დიდსა და ნურც მცირეში, რადგანაც აუგიანი სახელი სირცხვილსა და კიცხვას მოგიტანს ორპირი შემცოდესავით.
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 5: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002