აღთქმები ყოველი დღისთვის预览

აღთქმები ყოველი დღისთვის

14天中的第2天

დაიწყე შენი ოცნებების განხორციელება

„ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი…“ - იგავნი 29:18 (KJV)

რა ოცნება ჩაგიდო ღმერთმა გულში?

არ გეკითხები, გაქვს თუ არა ოცნება, ვიცი, რომ გაქვს, რადგან ღმერთი სხვადასხვა ოცნებებს ბადებს ყველა ჩვენთაგანის გულში. ადამიანები სხვადასხვანაირად ეპყრობიან საკუთარ ოცნებებს - ზოგიერთი ღრმად გულში ინახავს და ამით სხვათა კრიტიკისაგან იცავს მათ, ზოგი ადამიანი ცდილობს მათზე ფიქრს თავი აარიდოს, ზოგი კი უარს ამბობს საკუთარ ოცნებებზე, რადგან მათი განხორციელებისათვის ბრძოლა დიდ ტკივილს აყენებს.

თუ შენი ოცნების განხორციელებისათვის ბიძგი გჭირდება, მინდა ორი რამ გაგახსენო. პირველ რიგში შენ სწორი ხედვა გჭირდება. და მეორე, ეს ხედვა გამუდმებით უნდა გახსოვდეს. ხედვის ქონისას ნუ ჩათვლი, რომ ოცნება თავად განხორციელდება, რადგან ღმერთს სურს, რომ შენ მისი განხორციელების საბოლოო შედეგს მიაღწიო.

ფილიპელთა მიმართ წერილის მე-4 თავის 11-13 მუხლებში, პავლე მოციქული წერს, რომ მან ყველა ვითარებაში კმაყოფილება ისწავლა, ანუ მან მიაღწია იმას, რომ მის გარშემო არსებულ ნებისმიერ ვითარებას, მასში არსებული სიმშვიდის ხელყოფა არ შეეძლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას, რომ მის თავს დატრიალებული სხვადასხვა მოვლენების გამო დანაღვლიანებულიყო. მას გამუდმებით კეთილი და პოზიტიური მომავლის მოლოდინი ჰქონდა.

შენც, პავლე მოციქულის მსგავსად, გჭირდება კმაყოფილებასა და ამბიციებს შორის ბალანსის შენარჩუნება. ამის განხორციელების საიდუმლო კი წინსვლის პროცესში, არსებული მომენტით ტკბობაა.

როდესაც ოცნება ანდა ხედვა გაქვს, საჭიროა მუდამ გახსოვდეს ის. თუ შენთვის ეფექტური იქნება, ქაღალდზე გადაიტანე და გახსოვდეს, ღმერთი ყოველ დღე დაგეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელო ოცნება, რომელიც მან ჩაგიდო გულში.

დაიწყე ლოცვა

უფალო იესო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ემოციები მძლევენ და დანებების სურვილი მიჩნდება, მწამს, რომ შენ ჩემი ცხოვრებისათვის დიდებული გეგმა გაქვს ჩაფიქრებული. ჩემს იმედს არა გარემოებებზე, არამედ შენზე ვამყარებ და მწამს, რომ შენ დამეხმარები განვახორციელო შენს მიერ ჩემს გულში ჩადებული ოცნება.

读经计划介绍

აღთქმები ყოველი დღისთვის

დაიწყე შენი დღე ბიბლიის შესწავლით ჯოის მაიერის პრაქტიკული სწავლების მეშვეობით⁷ ამ დღის გაკვეთილი მოგანიჭებს იმედს, განგიახლებს გონებას და დაგეხმარება აღმოაჩინო, რომ შენ ყოველ დღე მოწოდებითა და ვნებით შეგიძლია იცხოვრო!

More