დაბ. 50
50
იაკობის დამარხვა
1და დაემხო იოსები თავისი მამის პირისახეს, და დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
2და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი.
3და შეუსრულდა მას ორმოცი დღე. რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
4და განვლეს მისი გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს,
5რომ მამაჩემმა დამაფიცა მე ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები და ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, დამმარხეთ.’ და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები“.
6და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“
7და წავიდა იოსები თავისი მამის დასამარხავად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი,
8და იოსების მთელი სახლი, და მისი ძმანი, და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
9და მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები. და იყო ეს ძალზე დიდი ბანაკი.
10და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა.
11და იხილეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეს გლოვა ატადის კალოზე, და თქვეს: „მძიმეა ეს გლოვა ეგვიპტელთათვის!“ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
12და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.
13და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა ამ მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან, მამრეს გასწვრივ.
14და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხავად, მათ მიერ მამის დამარხვის შემდეგ.
იოსების ძმების სიფრთხილე
15და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!“
16და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ:
17‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’“ და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ.
18და მოვიდნენ თვით მისი ძმებიც, და დაემხნენ მის წინაშე, და უთხრეს: „შენი მსახურნი ვართ ჩვენ!“
19და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია.
20აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის.
21და ახლა ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
იოსების სიკვდილი
22და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
23და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. და ასევე ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, დაიბადნენ იოსების მუხლებზე.
24და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები და გაგიხსენებთ თქვენ ღმერთი, და აგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა აბრაამს, ისაკსა და იაკობს.“
25და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“
26და მოკვდა იოსები ას ათი წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 50: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: