დაბ. 42
42
იოსები მასპინძლობს თავის ძმებს
1დაინახა იაკობმა, რომ იყო პური ეგვიპტეში, და უთხრა იაკობმა თავის ძეებს: „რას უყურებთ?“
2და თქვა: „გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. წადით იქ და იყიდეთ პური, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ შიმშილით!“
3და ჩავიდა იოსების ათი ძმა ეგვიპტეში პურის საყიდლად.
4ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაგზავნა იაკობმა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: „არ შეემთხვეს ფათერაკი.“
5და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
6და იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა პურს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას მიწამდე.
7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა მათ: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“
8და იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9და გაიხსენა იოსებმა სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „ჯაშუშები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.“
10და უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი.
11ჩვენ ყველა ერთი კაცის ძენი ვართ. პატიოსნები ვართ ჩვენ, შენი მსახურნი, არა ვართ ჯაშუშები!“
12უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად მოხვედით თქვენ!“
13და მათ უთხრეს: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ძენი ვართ ერთი კაცისა ქანაანის ქვეყანაში, უმცროსი მამასთანაა დღეს, ერთი კი აღარა გვყავს.“
14და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით: ჯაშუშები ხართ!
15ამით გამოიცდებით, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები, თუ თქვენთანაა ჭეშმარიტება. და თუ არა, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, ჯაშუშები ხართ.“
17და სამ დღეს დაცვა დაუყენა მათ.
18და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ეს გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან ღმერთისა მეშინია მე!
19თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ სახლში, სადაც თქვენა ხართ დაპატიმრებული, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში.
20და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები, და არ დაიხოცებით.“ და ასეც მოიქცნენ.
21და უთხრეს მათ ერთმანეთს: „ნამდვილად ვისჯებით ჩვენი ძმის გამო, რადგან ჩვენ ვხედავდით მისი სულის ტანჯვას, როდესაც გვევედრებოდა, ჩვენ კი არ ვისმინეთ! ამიტომ გვეწვია ეს ჭირი.“
22და მიუგო მათ რეუბენმა: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ ისმინეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“
23და მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24და იოსები მოცილდა მათ და ატირდა. და მერე დაბრუნდა მათთან და ელაპარაკა, სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25და ბრძანა იოსებმა: აევსოთ ხორბლით მათი ტომრები, და ჩაედოთ მათი ფული მათ ტომრებში, და მიეცათ მათთვის საგზალი. და ასეც გაუკეთეს მათ.
26და აჰკიდეს თავისი პური თავიანთ სახედრებს და წავიდნენ იქიდან.
27და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის გათევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი თავის ტომარაში.
28და უთხრა მან თავის ძმებს: „დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, ის ხომ ჩვენს ტომარაშია!“ და შეუკრთათ გულები და ერთმანეთს კანკალით მიმართეს: „ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?“
29და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველი, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით:
30„იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა და ჯაშუშებად მიგვიჩნია ჩვენ.
31ვუთხარით მას: ‘არა ვართ ჯაშუშები, პატიოსანი ხალხი ვართ;
32თორმეტი ძმანი ვართ, ძენი მამაჩვენისა, ერთი აღარაა ჩვენთან, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’
33და გვითხრა ჩვენ იმ კაცმა, იმ ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, თუ პატიოსნები ხართ: თქვენი ერთი ძმა დატოვეთ ჩემთან, თქვენ კი აიღეთ პური თქვენი დამშეული სახლისათვის და წადით.
34და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან. და მაშინ გავიგებ, რომ ჯაშუშები არა ხართ და პატიოსნები ხართ. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში.’“
35ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ.
36და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილმკვდარად მაქციეთ მე: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინსაც წაიყვანთ, – ჩემს თავზეა ყველაფერი!“
37და უთხრა რეუბენმა მამამისს: „ორივე ჩემი ძე მომიკალი, თუ არ მოგიყვანო იგი. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას.“
38უთხრა მას: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში.“
Iliyochaguliwa sasa
დაბ. 42: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: