გამ. 7
7
ბრძანება მოსესა და აარონისადმი,
რომ კვლავ ელაპარაკონ ფარაონს
1უთხრა უფალმა მოსეს: „ნახე, ღმერთად დაგაყენე ფარაონისთვის, და აარონი, შენი ძმა, იქნება შენი წინასწარმეტყველი.“
2შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
3და მე გავამძვინვარებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და ჩემს სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და მე მივყობ ხელს ეგვიპტეს, და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეთ, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
5და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან ისრაელის ძეთ მათგან.“
6და გააკეთეს მოსემ და აარონმა. როგორც უბრძანა მათ უფალმა, ისე გააკეთეს.
7მოსე ოთხმოცი წლისა იყო, ხოლო აარონი ოთხმოცდასამი წლისა, ფარაონთან ლაპარაკის დროს.
კვერთხით მოხდენილი სასწაულები
8და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
9„თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.“
10და მივიდნენ მოსე დი აარონი ფარაონთან და გააკეთეს ისე, როგორც უფალმა უბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მის მსახურთა წინაშე, და იქცა იგი გველად.
11მოუხმო ფარაონმა ბრძენკაცებს და ჯადოქრებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი გრძნეულებით.
12და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
უფლის ბრძანებით მდინარეში წყალი
სისხლად იქცა
14და უთხრა უფალმა მოსეს: „მძიმე გულისაა ფარაონი, უარზეა გაუშვას ხალხი.
15წადი ფარაონთან დილას. აჰა, გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში აიღე.
16და უთხარი მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში. და აჰა, არ ისმინე აქამდე.
17ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ წყალს, რომელიც მდინარეშია, და იქცევა სისხლად.
18და თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება, და მდინარე აყროლდება, და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი წყალს მდინარიდან.“
19და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი ეგვიპტელთა წყლებზე – მათ მდინარეებზე, მათ ნაკადულებზე, მათ ტბებსა და მათი წყლების ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ისე ქვებშიც.“
20და გააკეთეს ისე მოსემ და აარონმა, როგორც ბრძანა უფალმა. და აღმართა კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონის თვალწინ და მის მსახურთა თვალწინ, და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
21და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ დალიეს ეგვიპტელებმა წყალი მდინარიდან. და ჩადგა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
22და გააკეთეს იგივე ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. და არც ეს მიიკარა გულს.
24და თხრიდნენ ეგვიპტელები მდინარის გაყოლებაზე, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვერ სვამდნენ წყალს მდინარიდან.
25და შესრულდა შვიდი დღე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა.
Iliyochaguliwa sasa
გამ. 7: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: