მეორე მაკაბელთა 6
6
1ცოტა ხნის შემდეგ მეფემ ერთი ხანდაზმული ათენელი გაგზავნა, რათა ეიძულებინა იუდაელები მამა-პაპათა ადათ-წესებს განდგომოდნენ და ღვთის სჯულისამებრ აღარ ეცხოვრათ,
2შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ოლიმპიელი ზევსის სახელი ეწოდებინათ მისთვის, ხოლო უცხოელებით დასახლებული გერიზიმის ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ.
3მძიმე და გაუსაძლისი იყო ხალხისთვის თავსდატეხილი უბედურება.
4აღივსო ტაძარი აღვირახსნილობითა და წარმართთა უზნეობით, უზრუნველად რომ ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმინდეს ადგილებში მრუშობდნენ და შიგ შეჰქონდათ ბევრი ისეთი რამ, რისი შეტანაც დაუშვებელი იყო.
5აღივსო სამსხვერპლოც უკეთური და აკრძალული შესაწირავით.
6აღარც შაბათს იცავდნენ და აღარც მამა-პაპეულ დღესასწაულებს იხდიდნენ, ასე რომ, იუდაელებიც აღარ ეთქმოდათ.
7ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, ძალმომრეობით გამოჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, დიონისეს დღესასწაულზე კი აიძულებდნენ სუროს გვირგვინებით შუბლშემკულნი საზეიმო მსვლელობას შეერთებოდნენ და პატივი მიეგოთ დიონისესთვის.
8პტოლემეოსის კარნახით მეზობელ ელინურ ქალაქებსაც უბრძანეს ასევე ემოქმედათ იუდაელთა წინააღმდეგ და ეიძულებინათ ისინი კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა,
9ხოლო ვინც არ მიიღებდა ბერძნულ წეს-ჩვეულებებს, დაეხოცათ.
10ორი ქალი, შვილების წინადაცვეთაში ბრალდადებულნი, მკერდზე მიკრული ჩვილებითურთ მთელი ხალხის წინაშე ჩამოატარეს ქალაქში და გალავნიდან გადაჩეხეს.
11ზოგირთები, ახლომდებარე მღვიმეებს რომ შეაფარეს თავი, რათა მალულად აღენიშნათ მეშვიდე დღე, ფილიპეს წინაშე დააბეზღეს და დაწვეს, რადგანაც თავდაცვა არც კი უცდიათ, რათა წმიდა დღესასწაული არ შეებღალათ.
12ვისაც ეს წიგნი ჩაუვარდება ხელში, ვთხოვ, ნუ შეაკრთობს საზარელი უბედურების კითხვა; დაე, შეიგნოს, რომ ეს სასჯელი ჩვენი მოდგმის დასაღუპად კი არა, მის შესაგონებლად იყო გამიზნული.
13მკრეხელობას რომ დიდი დღე არ უწერია, არამედ სწრაფად თავს ატყდება სასჯელი, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
14რადგანაც ღმერთი ისე როდი გვექცევა, როგორც სხვა ხალხებს, დიდხანს რომ აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე მთლიანად არ ჩაეფლობიან ცოდვებში; არა, ასე როდი გვექცევა ჩვენ;
15არ ელის, როდის ავივსებით ცოდვებით, რათა მერეღა დაგვსაჯოს.
16ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება, და თუმცა უბედურებას კი გვატეხდა თავს, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი.
17თუმცა ამას შესაგონებლად მოგახსენებთ, ამ მოკლე წიაღსვლის შემდეგ კი კვლავ მივუბრუნდები თხრობას.
18ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ხანდაზმულ, მაგრამ ჯერ კიდევ ახოვანსა და სილამაზით გამორჩეულ კაცს, ძალით გააღებინეს პირი და აიძულეს ღორის ხორცი ეჭამა.
19მან კი სახელოვანი სიკვდილი არჩია ნაძრახ სიცოცხლეს და თავისი ნებით სასიკვდილოდ გადადო თავი.
20უკანვე აფურთხებდა ხორცს, როგორც შეშვენის კაცს, რომელსაც, მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, გამბედაობა ჰყოფნის პირი არ დააკაროს იმას, რისი ჭამაც აკრძალულია.
21იმათ, ვისაც ამ უსჯულო მსხვერპლშეწირვის აღსრულება ჰქონდა მინდობილი, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ელეაზართან; ამიტომაც განზე გაიხმობდნენ და სთხოვდნენ, მოეტანა მისივე ხელით დამზადებული ხორცი, რაც შეიძლებოდა ეჭამა, თავი კი ისე მოეჩვენებინა მტრებისთვის, თითქოს მეფის მიერ შეთავაზებულ ხორცს ჭამდა;
22გაეხსენებინა ძველი მეგობრობა, მათი კაცთმოყვარეობით ესარგებლა და ამით თავი დაეღწია სიკვდილისათვის.
23მაგრამ ელეაზარმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, მის ასაკს, ღირსეულ მხცოვანებას და სპეტაკ ჭაღარას, უპირატესად კი საღვთისმოსაო აღზრდას რომ ეკადრებოდა, და ამისდა კვალად ასე მიუგო მათ: სიკვდილი მიჯობსო;
24„ჩემს ასაკს თვალთმაქცობა არ შეჰფერის, რადგანაც ახალგაზრდობა რომ გაიგებს, ოთხმოცდაათი წლის ელეაზარმა წარმართობა მიიღოო,
25ვაითუ, ჩემი თვალთმაქცობის მხილველი, ცთუნებას აჰყვეს ამ უდღეური და უბადრუკი სიცოცხლისათვის, და ამრიგად, სირცხვილი დავიტეხო თავზე და ჩირქი მოვცხო ჩემს მხცოვანებას;
26იქნებ ახლა კი დავაღწიო თავი კაცთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისმძლის ხელს ან ამ ქვეყნად და ან სიკვდილის შემდეგ სად გავექცევი?
27ამიტომ, თუ მამაცურად დავდებ თავს, ჩემი მხცოვანების ღირსიც ვიქნები,
28ახალგაზრდობას კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ – ღირსეულად და წარბშეუხრელად შეეგებონ სიკვდილს წმიდა და სათაყვანო სჯულისათვის.“ ამის თქმა იყო და უყოყმანოდ გაემართა საწამებლად.
29ამან თვით იმათაც კი, ვინც წამების გზაზე მიაცილაბდა, სულ ცოტა ხნის წინ მისდამი გამოჩენილი კეთილგანწყობილება სიძულვილად უქცია, რადგანაც სიშლეგედ მიიჩნიეს მისი სიტყვები.
30ხოლო ცემით სიკვდილის პირას მიყვანილმა ელეაზარმა ესღა ამოიგმინა: „ყოვლისმცოდნე ღმერთმა ხომ იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვარჩიე ნაგვემი სხეულით დამეთმინა ტანჯვა, სულით კი ხალისით ვითმენ მას, უფლის მოშიში.“
31ასე განუტევა სული და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტეს ნაწილსაც სახსოვრად დაუტოვა სიმამაცის ნიმუში და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა.
Iliyochaguliwa sasa
მეორე მაკაბელთა 6: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: