მეორე მაკაბელთა 11
11
1სულ ცოტა ხნის შემდეგ, ლისიასმა, მეფის კარისკაცმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ დამწუხრებულმა,
2შეკრიბა ოთხმოცი ათასი ქვეითი და მთელი მხედრობა და იუდაელების წინააღმდეგ დაიძრა; უნდოდა მათი ქალაქი ბერძენთა სამკვიდრებლად ექცია,
3ტაძრისთვის ხარკი დაედო, წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრის ხარისხი კი ყოველწლიურად გაეყიდა.
4არად ჩააგდო ღვთის ძალმოსილება, ათი ათასობით ქვეითის, ათასობით მხედრობისა და ოთხმოცი სპილოს მოიმედემ.
5იუდაში რომ მივიდა და ბეთ-ცურს მიადგა, ამ გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონითაა დაშორებული, ალყაში მოაქცია იგი.
6როდესაც მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, სიმაგრეს ალყა შემოარტყაო, გოდებითა და ცრემლის ღვრით შესთხოვეს უფალს, კეთილი ანგელოზი მოევლინა ისრაელის სახსნელად.
7თვით მაკაბელმა კი პირველმა აისხა იარაღი და სხვებსაც მოუწოდებდა, არ გარიდებოდნენ საფრთხეს და მოძმეთათვის ეშველათ. ისინიც ხალისით დაეთანხმნენ და ერთად გაილაშქრეს მტერზე.
8როდესაც იერუსალიმს მიუახლოვდნენ, ანაზდეულად მოევლინათ წინამძღოლად თეთრი სამოსით მოსილი მხედარი, მრისხანედ რომ იქნევდა ოქროს იარაღს.
9მაშინ ერთსულოვნად შესწირეს მადლი მოწყალე ღმერთს, გული გაიმაგრეს და მზად იყვნენ არამც თუ მტერი, თვით მძვინვარე მხეცები და რკინის კედლებიც კი შეემუსრათ.
10ასე დაიძრნენ ზეციური თანამებრძოლის მფარველობით, უფლის გულმოწყალებამ რომ მოუვლინათ.
11ლომებივით ეკვეთნენ მტერს და შემუსრეს იგი – თერთმეტი ათასი ქვეითი და ათას ექვსასი მხედარი, დანარჩენები კი უკუაქციეს.
12ბევრი მათგანი დაჭრილი და უიარაღოდ გაიქცა; თვით ლისიასმაც სამარცხვინო გაქცევით უშველა თავს.
13უგუნური არ ყოფილა და გულდასმით რომ აწონ-დაწონა მის მიერ ნაწვნევი მარცხი, მიხვდა, რომ ებრაელები უძლეველნი არიან, რადგანაც თვით ყოვლადძლიერი ღმერთია მათი მფარველი.
14ამიტომაც მოციქულები აახლა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დათანხმდებოდა და ეცდებოდა მეფეც დაეყოლიებინა, რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა იუდაელებთან.
15რაკიღა მაკაბელს მშვიდობა სურდა, ყველაფერზე დათანხმდა, რასაც ლისიასი სთავაზობდა, რადგანაც მეფემაც მოიწონა ყველაფერი, რაც მაკაბელმა მისწერა ლისიასს იუდაელებთან დაკავშირებით.
16ხოლო ლისიასის წერილში, რომელიც მან გაუგზავნა იუდაელებს ეწერა: „ლისიასი მოკითხვას უთვლის იუდაელ ხალხს.
17თქვენს მიერ წარმოგზავნილმა იოანემ და აბესალომმა საპასუხო წერილი გადმომცეს და იმაზედაც იზრუნეს, რომ შესრულებულიყო ყველაფერი, რაც შიგ ეწერა.
18მე ყველაფერი მოვახსენე მეფეს, რაც უნდა მომეხსენებინა და რაზედაც შეიძლებოდა დათანხმება, მეფეც დათანხმდა.
19თუ კვლავაც კეთილგანწყობილნი იქნებით ხელისუფლების მიმართ, ვეცდები მომავალშიაც სასიკეთოდ შეგეწიოთ.
20რაც შეეხება კერძო საკითხებს, როგორც თქვენს, ისე ჩვენს მოციქულებსაც მოველაპარაკე, თქვენთან ერთად მოითათბირონ.
21მხნედ იყავით! ას ორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი.“
22მეფის წერილი კი ასეთი შინაარსისა იყო: „მეფე ანტიოქოსი მოკითხვას უთვლის ლისიასს – თავის ძმას.
23მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთების ხომლს შეუერთდა, ჩვენი სურვილი ისაა, რომ სამეფოს ქვეშევრდომნი უშფოთველად იყვნენ და მშვიდად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.
24როცა გავიგეთ, რომ იუდაელებისთვის მიუღებელია მამაჩვენის მიერ ახლად დანერგილი ბერძნული წეს-ჩვეულებები, რადგანაც თავიანთ ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, რომ ნება მიეცეთ თავიანთი სჯულის დაცვისა,
25გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს; ამიტომაც საჭიროა აღდგეს მათი ტაძარი და კვლავაც თავიანთ მამა-პაპისეულ წეს-ჩვეულებებს მიჰყვებოდნენ.
26ასე რომ, კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა დარწმუნდნენ ჩვენს კეთილმოსურნეობაში და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმე.“
27მეფის მიერ იუდაელებისთვის გაგზავნილი წერილი კი იუწყებოდა: „მეფე ანტიოქოსი მოკითხვას უთვლის იუდაელ უხუცესებსა და ყველა იუდაელს.
28თუ კარგად ხართ, ჩვენი სურვილიც ესაა; ჩვენც კარგად ვართ.
29მენელაოსმა გვაუწყა, რომ გინდათ ჩვენში მყოფი თქვენიანები მოინახულოთ.
30ვინც ქსანთიკოსის თვის ოცდაათამდე ჩამოვა, სამეგობროდ გავუწვდით ხელს და ყოველგვარ ხიფათს ავაცილებთ თავიდან.
31იუდაელებს უფლება ექნებათ კვლავინდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელი და მამა-პაპური სჯული აღასრულონ. არც ერთს არ მოეთხოვება უმეცრების შედეგად გამოჩენილი დაუდევრობის პასუხი.
32თქვენთან მოსალაპარაკებლად ვგზავნი მენელაოსს.
33კარგად იყავით. ას ორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.“
34რომაელებმაც გამოგზავნეს წერილი, რომელშიაც ეწერა: „კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი, მოკითხვას უთვლიან იუდაელ ხალხს.
35რაც ლისიასმა, მეფის ნათესავმა, დაგითმოთ, ჩვენც ვამტკიცებთ.
36ხოლო ის, რაც საჭიროდ მიიჩნია მოეხსენებინა მეფისთვის, თქვენც კარგად აწონ-დაწონეთ და დაუყოვნებლივ გვაცნობეთ, რათა თქვენთვის საჭირო საქმეში შეგეწიოთ, რადგანაც ანტიოქიას მივემგზავრებით.
37ამიტომ სასწრაფოდ გამოგვიგზავნეთ ვინმე, რომ ვიცოდეთ, რა აზრს ადგახართ.
38კარგად იყავით. ას ორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.“
Iliyochaguliwa sasa
მეორე მაკაბელთა 11: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: