1
გამ. 15:26
ბიბლია
GEO02
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
Compară
Explorează გამ. 15:26
2
გამ. 15:2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.
Explorează გამ. 15:2
3
გამ. 15:11
ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?
Explorează გამ. 15:11
4
გამ. 15:13
შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ.
Explorează გამ. 15:13
5
გამ. 15:23-25
და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?“ და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.
Explorează გამ. 15:23-25